აკაკი ხოშტარიას სახელობის სტიპენდია
აკაკი ხოშტარიას სახელობის საფაკულტეტო სტიპენდიის მიზანია სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარმატებული ფოთელი სტუდენტების ფინანსური წახალისება.
აკაკი ხოშტარიას სახელობის სტიპენდია ენიშნება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტს, რომელსაც სესიების შედეგების მიხედვით აქვს მაღალი რეიტინგი (91%-ის ზემოთ ყველა საგანში) და ამასთანავე, აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა სახის კონფერენციებში, ვორქშოპებსა და ტრენინგებში, ჩართულია სტუ-ის თვიმმართველობის ღონისძიებებში.
სტიპენდიის ოდენობაა 100 ლარი (5 თვის განმავლობაში).