ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდია
ნიკო ნიკოლაძის სახელობის საფაკულტეტო სტიპენდიის მიზანია სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარმატებული სტუდენტების ფინანსური წახალისება.
ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდია ენიშნება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტს, რომელსაც სესიების შედეგების მიხედვით აქვს მაღალი რეიტინგი (91%-ის ზემოთ ყველა საგანში) და ამასთანავე, აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა სახის კონფერენციებში, ვორქშოპებსა და ტრენინგებში, ჩართულია სტუ-ის თვიმმართველობის ღონისძიებებში.
სტიპენდიის ოდენობაა 100 ლარი (5 თვის განმავლობაში).