სამხრეთ კავკასიაში უმსხვილესი სამთო-მომპოვებელი კომპანიის არემჯის სასტიპენდიო პროგრამის მიზანია სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული საინჟინრო მიმართულების სტუდენტების აღმოჩენა და მათი მხარდაჭერა.

RMG-ის სტიპენდიის მოპოვება შეუძლიათ ბაკალავრიატის II-IV, მაგისტრატურის ან დოქტურანტურის სტუდენტებს, შემდეგი ფაკულტეტებიდან: სამთო გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების; აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების; სატრანსპორტო სისტემები და მექანიკის ინჟინერიის; ენერგეტიკის; ინფორმატიკისა და მართვის სისტემების.

სტიპენდიანტს ფაკულტეტის კომისიის წევრები კონკურსის ორი ეტაპის გავლის შედეგად ირჩევენ.

სტიპენდიის ოდენობაა 300 ლარი (1 წლის განმავლობაში).

 

მოგვწერეთ