საქართველოს ბანკის სტიპენდია
საქართველოს ბანკისა და საქართველოს ტექნიკური უნივესიტეტის თანამშრომლობის პირობებში მოტივირებულ, ლიდერის თვისებების მქონე სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, ჩაერთონ საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამებში.
საქართველოს ბანკის სტიპენდია მოიცავს თანამედროვეობის ყველაზე მოთხოვნად სპეციალობებზე სწავლის ერთწლიან, სრულ ან ნაწილობრივ დაფინანსებას. თუმცა, აღსანიშნავია, რომ პროექტი მხოლოდ ერთჯერადად არ ხორციელდება და სტუდენტებსაც ყოველ წელს ექნებათ შესაძლებლობა, თავიანთი მონდომებით და მიზანდასახულობით მოიპოვონ სტიპენდია.
დამატებით, არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის მოქმედებს ცნობილი ქართველი არქიტექტორის „გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია“.