თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდია
თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდი ფოკუსირდება ქვეყნის წარმატებული საქმიანობისთვის აუცილებელი საგანმანათლებლო მიმართულებების პოპულარიზებასა და ხელშეწყობაზე.
სტიპენდიის მოპოვება შუძლიათ მაღალ აკადემიური მოსწრების სტუდენტებს, შემდეგი ფაკულტეტებიდან:
- სამშენებლო ფაკულტეტი
- არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი
- აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტი
- სამთო გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი
სტიპენდია ყოველთვიურია და მისი ოდენობაა 300 ლარი.
ფონდი ასევე გასცემს 1500 ლარის ოდენობის (ერთჯერადად) სტიპენდიას ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით ყველაზე მაღალრეიტინგულ პირველკურსელს.