ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდია
საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო სტიპენდია ენიშნება სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტს, რომელსაც სესიების შედეგების მიხედვით აქვს მაღალი რეიტინგი (91%-ის ზემოთ) და აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა სახის კონფერენციებში, ვორქშოპებში, ტრენინგებში.
სტიპენდიის ოდენობაა 150 ლარი (9 თვის განმავლობაში).