საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს კურსდამთავრებულებთან (Alumni) მჭიდრო კავშირის შენარჩუნებასა და მათ წარმატებაზე ზრუნვას. კურსდამთავრებულები წარმოადგენს უნივერსიტეტის ძლიერ რესურსს — მათი მიღწევები, პროფესიული წარმატება და საზოგადოების განვითარებაში შეტანილი წვლილი, უნივერსიტეტის ხარისხისა და ავტორიტეტის გამოხატულებაა.

ზურაბ კაჩუხაშვილი

ტექნიკური უნივერსიტეტის ალგორითმების შეჯიბრებებში მონაწილეობით მიღებული გამოციდილება დამეხმარა, Facebook-ის ინტერვიუს წარმატებით გავლაში და შემდგომ დასაქმებაში.

 

 

ანა ბერეჟიანი

ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მომცა საშუალება, ჩემი მოწოდება – გარემოს დაცვა, მექცია პროფესიად და მუდმივად ვყოფილიყავი მისი სრულყოფის გზების ძიებაში.

დემეტრე ნარსია

საინჟინრო ფიზიკის საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ ჩავაბარე სტუ-ის სამედიცინოს ფიზიკის სამაგისტრო პროგრამაზე და პარალელურად სწავლა დავიწყე ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე, ასევე სამაგისტრო მიმართულებით.

მოგვწერეთ