სასწავლო რესურსები
აირჩიეთ რესურსები
ბიბლიოთეკა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი წიგნსაცავია. ბიბლიოთეკის უნივერსალური ფონდი სასწავლო, სამეცნიერო და მხატვრული გამოცემებისგან შედგება. მათ შორისაა ისეთი უნიკალური (რარიტეტული) გამოცემები, რომელთა უმრავლესობა მხოლოდ აქ არის დაცული და უიშვიათეს ეგზემპლარებს წარმოადგენს, კერძოდ, დაცულია მე-18, მე-19 და მე-20 საუკუნეების ტექნიკური, საინჟინრო და ჰუმანიტარული სპეციალობის ქართული, ევროპული და ამერიკული გამოცემები.
ელექტრონული წიგნები
„L წიგნები“ წარმოადგენს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ციფრული ბიბლიოთეკის განყოფილებას, რომელიც მოიცავს ტექნიკური და გამოყენებითი მეცნიერებების თანამედროვე ელექტრონულ ლიტერატურას. გვერდზე თავმოყრილია უახლესი გამოცემები, სასწავლო მასალები და სამეცნიერო ნაშრომები, რომლებიც ხელმისაწვდომია სტუდენტებისთვის, ლექტორებისა და მკვლევრებისთვის.
იხილეთ ვრცლადსამეცნიერო-კვლევითი ცენტრები
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ხორციელდება 25 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელშიც ჩართულია 400-ზე მეტი სტუდენტი. უნივერსიტეტს აქვს ორი ფილიალი, ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიური ინსტიტუტი და დიდი ჯიხაიშის ნიკო ნიკოლაძის სახელობის აგროინჟინერიისა და სასურსათო ტექნოლოგიების პროფესიული კოლეჯი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებობს რამდენიმე ლაბორატორია შესაბამისი აღჭურვილობით. ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს (MCA GEORGIA) დაფინანსებით და BP საქართველოსთან პარტნიორობით ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიქმნა ოთხი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც დღესაც ხორციელდება და ხელს უწყობს კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას.
ზ. ბედიას სახელობის ადამიანის პარანორმალური შესაძლებლობების კვლევის სამეცნიერო ცენტრი
ინფრასტრუქტურული პროექტების ზედამხედველების გადამზადებისა და საინჟინრო მომსახურების ცენტრი
ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრი
ბიონანოკერამიკისა და ნანოკომპოზიტების მასალათმცოდნეობის ცენტრი
ლაბორატორიები
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს (MCA GEORGIA) დაფინანსებით და BP საქართველოსთან პარტნიორობით ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიქმნა ოთხი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც დღესაც ხორციელდება და ხელს უწყობს კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას.
იხილეთ ვრცლად