სასწავლო უნარების მხარდაჭერა
ტუტორინგისა და მენტორობის ცენტრის მხარდაჭერა სასწავლო უნარების გაძლიერებისთვის ეხმარება სტუდენტებს აკადემიური შედეგების გაუმჯობესებაში და უნივერსიტეტის მოთხოვნებთან წარმატებით ადაპტაციაში. მხარდაჭერა მოიცავს სწავლის ეფექტური სტრატეგიების, დროის მართვის, გამოცდებისთვის მოსამზადებელი ტექნიკების, სილაბუსებისა და შეფასების კრიტერიუმების გაგების, აკადემიური წერით მხარდაჭერისა და წერით დავალებების სტრუქტურირების საფუძვლების, ასევე ინდივიდუალური და ჯგუფური სასწავლო გეგმების ორგანიზების კონსულტაციებს.