სტუდენტური სერვისები
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისებისცენტრი
- სტუდენტური ინიციატივების მხარდაჭერა, ზრუნვა სტუდენტების განვითარებაზე და მათ კარიერულ წინსვლაზე;
- სხვადასხვა პრობლემური საკითხების არსებობის შემთხვევაში სტუდენტების დახმარება, მათი ინტერესების წარმოდგენა და დაცვა უნივერსიტეტის მართვის ორგანოებში კომპეტენციის ფარგლებში;
- სტუ-ის სტუდენტთა ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზება, ჩატარება და სტუდენტთა სამეცნიერო, მათ შორის საერთაშორისო კონფერენციების ჩატარების მხარდაჭერა;
- უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის კარიერული წინსვლის ხელშეწყობის მიზნით კერძო და სახელმწიფო სექტორთან თანამშრომლობის გაძლიერება;
- უნივერსიტეტის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან მჭიდრო ურთიერთობა;
- უნივერსიტეტის სტუდენტების გაცვლითი პროექტებისა და საზაფხულო პრაქტიკების ორგანიზება;
- საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტებში უნივერსიტეტის სტუდენტების ჩართვის ხელშეწყობა;
- საერთაშორისო ფონდებისა და ორგანიზაციების სხვადასხვა საგრანტო პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდება უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის და კომპეტენციის ფარგლებში კონსულტაციის გაწევა;
- სტუდენტური კლუბების საქმიანობების ხელშეწყობა და წახალისება;
- მონაწილეობის მიღება სტუდენტური ფორუმების ორგანიზებაში;
- სტუდენტების მიერ ინიცირებული პროექტების განხილვა და დაფინანსების მოძიება და აგრეთვე სტუდენტურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
- მონაწილეობის მიღება სტუდენტების საზაფხულო და ზამთრის სკოლების ორგანიზებაში;
- ჯანსაღი ცხოვრების წესის, კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაცია საუნივერსიტეტო სივრცეში;
- სოციალური აქტივობების განხორციელება;
- სტუდენტთა ინტერესების გათვალისწინებით სპეციალური მასტერ-კლასების ორგანიზება და ამ მიზნით, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი პროფესიონალების მოწვევა;
- ინტელექტუალური, სამეცნიერო და შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებების ორგანიზება;
- საქართველოს მასშტაბით დაგეგმილი ექსკურსიების მოწყობის ორგანიზება სასწავლო-პრაქტიკული და ისტორიულ-კულტურული ძეგლების დათვალიერების მიზნით;
- სტუ-ის სპორტულ-კულტურული ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში ჩართულობა;
- საუნივერსიტეტო ოლომპიადებში, უნივერსიადებში სტუდენტთა ჩართულობა; სტუდენტური დღეების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება;
- ადმინისტრაციასა და სტუდენტებს შორის სასწავლო პროცესში ურთიერთკოორდინაციის ხელშეწყობა.