ჩვენ შესახებ
1922
სატექნიკო ფაკულტეტის დაარსება
XX საუკუნის დასაწყისში, 1922 წლის 16 იანვარს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სატექნიკო ფაკულტეტი გაიხსნა. ფაკულტეტის მისია იყო, მოემზადებინდა სხვადასხვა პროფილის საინჟინრო კადრები და ამით ხელი შეეწყო მომავალზე ორიენტირებული ეროვნული ინფრასტრუქტურის შექმნისთვის.
XX საუკუნის დასაწყისში, 1922 წლის 16 იანვარს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სატექნიკო ფაკულტეტი გაიხსნა. ფაკულტეტის მისია იყო, მოემზადებინდა სხვადასხვა პროფილის საინჟინრო კადრები და ამით ხელი შეეწყო მომავალზე ორიენტირებული ეროვნული ინფრასტრუქტურის შექმნისთვის.
1922 წელს პოლიტექნიკურ ფაკულტეტს ჰქონდა შემდეგი მიმართულებები
სამშენებლო განყოფილება
არქიტექტურული სპეციალობა
ჰიდროტექნიკური სპეციალობა
საგზაო სპეციალობა
მექანიკური განყოფილება
ელექტრომექანიკური სპეციალობა
ჰიდრომექანიკური სპეციალობა
თერმომექანიკური სპეციალობა
სამთამადნო განყოფილება
სამთო სპეციალობა
მეტალურგიული სპეციალობა
ქიმიურ-ტექნოლოგიური სპეციალობა
პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე საკონკურსო საგნები იყო: ალგებრა, გეომეტრია და ტრიგონომეტრია.
ამ პერიოდიდან დაიწყო ტექნიკურ მეცნიერებაში ქართულენოვანი სახელმძღვანელოების გამოცემა, ქართული ტექნიკური ტერმინოლოგიის შემუშავება.
1928
პირველი ქართველი ინჟინრები
ქართველი ინჟინრების პირველი გამოშვება 1928 წლის 28 ივნისს შედგა. ამ დღეს პოლიტექნიკური ფაკულტეტის 6-მა სტუდენტმა დაიცვა სადიპლომო პროექტი. ესენი იყვნენ: ნიკოლოზ კალატოზიშვილი, ვიქტორ მამალაძე, ალექსანდრე მიქაბერიძე, ევგენი ჩიქოვანი, ივანე გვიჩია და ირაკლი მაღალაშვილი. მალე მათ კიდევ ოთხი ინჟინერი შეუერთდა – კონსტანტინე ფერაძე, პარმენ ჯიქია, მიხეილ ხევსურიანი და მალაქია ბრეგვაძე.
საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჩამოყალიბება
1928 წლის ოქტომბერში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკურ ფაკულტეტს შეუერთდა 1917 წელს დაარსებული, ამიერკავკასიის პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო განყოფილება, რომელშიც ფუნქციონირებდა:
საინჟინრო, ეკონომიკური, ჰიდრომექანიკური, სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტები, ფიზიკის, ქიმიის, მინერალოგიის, კრისტალოგრაფიის, გეოდეზიის, ზოოლოგიის, ბოტანიკის, მეფუტკრეობის, ცხოველთა ანატომიისა და ფიზიოლოგიის, მეტეოროლოგიისა და კლიმატოლოგიის, პოლიტიკური ეკონომიისა და სტატისტიკის, გეოდეზიის, საერთო და კავკასიის გეოგრაფიის, მათემატიკის კათედრები, კაბინეტ-ლაბორატორიები.
გზებისა და ხიდების განყოფილება
ჰიდროტექნიკური განყოფილება
სამოქალაქო მშენებლობის განყოფილება
სატრანსპორტო-საექსპლუატაციო განყოფილება
მექანიკური განყოფილება
სამთო განყოფილება
ქიმიურ-ტექნოლოგიური განყოფილება
1930
30-იან წლებში პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მუშაობდა
პროფესორთა საბჭომ ინსტიტუტის პირველ რექტორად აირჩია იმ პერიოდში საქართველოს განათლების სახალხო კომისარი (განათლების მინისტრი), ქართული ინტელიგენციის გამორჩეული წარმომადგენელი, ინსტიტუტის დაარსების იდეის ერთ-ერთი ავტორი დავით კანდელაკი, ხოლო პრორექტორებად – მათემატიკისა და მექანიკის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი, პროფესორი ნიკოლოზ მუსხელიშვილი და პროფესორი ევგენი პეტკევიჩი.
1930 წელს ჩატარდა საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების რეორგანიზაცია
1933 წელს რეორგანიზაციის შედეგად შევიდა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის შემადგენლობაში.
1932 წელს სწავლობდა 1500-მდე სტუდენტი. ამავე წელს შეუერთდა ამიერკავკასიის ქიმიურ-ტექნოლოგიურ ინსტიტუტს და შეიქმნა ამიერკავკასიის სამთო-ქიმიური ინსტიტუტი.
1947 წელს რეორგანიზებულ იქნა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტად.
1933 წელს სწავლობდა 1000-ზე მეტი სტუდენტი. ამავე წელს უმაღლეს სასწავლებელთა რეორგანიზაციის შედეგად შევიდა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის შემადგენლობაში.
ამავე წელს უმაღლეს სასწავლებელთა რეორგანიზაციის შედეგად შევიდა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის შემადგენლობაში.
1930 წელს სწავლობდა 600-მდე სტუდენტი1931 გადაიტანეს განჯანში (აზერბაიჯანის რესპუბლიკა)
1948
მიენიჭა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სახელი
ამ დროს ინსტიტუტში არსებობდა 6 ფაკულტეტი
1972
ინსტიტუტს 1972 სასწავლო წლის დასაწყისში, თავისი არსებობის 50 წლის თავზე, ჰქონდა 28 ფაკულტეტი და 102 კათედრა.
დღის სტაციონარზე ფუნქციონირებდა 15 ფაკულტეტი
დეკანი, პროფესორი გაბრიელ ნინუა
დეკანი, პროფესორი ნ. წივწივაძე
დეკანი, დოცენტი დავით ბეჟაშვილი
დეკანი, დოცენტი ელმირა ჩხიკვაძე
დეკანი, პროფესორი ნიკოლოზ წივწივაძე
დეკანი, პროფესორი ჯემალ ლომსაძე
დეკანი, დოცენტი გ. ჩიხლაძე
დეკანი, დოცენტი ა. შალამბერიძე
დეკანი, პროფესორი ვლადიმერ სანაძე
დეკანი, დოც. ნოდარ მგალობლიშვილი
დეკანი, პროფ. ნიკოლოზი მოწონელიძე
დეკანი, პროფესორი გ. ჯაფარიძე
დეკანი, პროფესორი ა. კერესელიძე
დეკანი, დოცენტი დ. პეტრიაშვილი
დეკანი, პროფესორი კ. იმედაშვილი
საღამოს სტაციონარულ სწავლებაზე ფუნქციონირებდა 7 ფაკულტეტი: თბილისის, რუსთავის, ბათუმის, ჭიათურის, ტყიბულის (ზესტაფონის განყოფილებით), ფოთისა და გორის. ასევე, არსებობდა დაუსწრებელი სწავლების ფაკულტეტები თბილისსა და სოხუმში (თელავისა და ზუგდიდის საკონსულტაციო პუნქტებით).
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
ახალი ერა
საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ხელმძღვანელებს 1988 წლამდე ხელისუფლება ნიშნავდა.1988 წელს პირველად ჩატარდა რექტორის არჩევნები
90-იანი წლების დასასრულს, ევროპის განათლების სისტემასთან მისადაგების, დემოკრატიზაციისა და ავტონომიურობის პრინციპის დამკვიდრების მიზნით (რექტორი, პროფესორი გოჩა ჩოგოვაძე) რეფორმები დაიწყო. ტექნიკური უნივერსიტეტში სწავლების სამსაფეხურიანი სისტემა ამოქმედდა, რაც ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის ერთობლიობას ითვალისწინებს (რექტორი, პროფესორი რამაზ ხუროძე). საფუძველი ჩაეყარა ახალი სპეციალობების სწავლებას, როგორიცაა: საინჟინრო მენეჯმენტი, სახელმწიფო მართვა, საბანკო საქმე, ბიზნესის ადმინისტრირება, სამართალი და სხვ.
2005
2005 წელს დაარსდა „საინოვაციო ფონდი-ტექნოლოგიური პარკი”, რომელიც ემსახურება სტუდენტების ინოვაციური იდეების განვითარებას.
2006
2006 წლიდან სტუ-ში შეიქმნა სტუდენტური თვითმმართველობა, რათა სტუდენტების აზრი გათვალისწინებული იყოს საუნივერსიტეტო ცხოვრებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
დღეს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მდიდარი ტრადიციების მქონე საინჟინრო-ტექნოლოგიური და ჰუმანიტარული პროფილის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა სწავლების, სამეცნიერო-კვლევითი და ინოვაციური საქმიანობის მაღალი ხარისხით.
სტუ არის ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის წევრი და ხელმძღვანელობს ევროპის უნივერსიტეტთა დიდი ქარტიის პრინციპებით. უნივერსიტეტის ამჟამინდელი რექტორია ღვაწლმოსილი მეცნიერი, სტუდენტი-ახალგაზრდობის აღზრდაში შეტანილი პირადი წვლილისთვის ღირსების ორდენის კავალერი, ქართველი ჰიდროტექნიკოსი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე.
სტუ ციფრებში
ფაკულტეტი
დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი
დეპარტამენტი და განყოფილება
ცენტრალური ბიბლიოთეკა
სწავლება სტუ-ში
ხანგრძლივობა 4 წელი
ხანგრძლივობა 2 წელი
ხანგრძლივობა 3 წელი
უნივერსიტეტი სტუდენტებს
აღნიშნული პროგრამები მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა: ინჟინერია, ტექნოლოგია, არქიტექტურა, დიზაინი, ჰუმანიტარული მეცნიერებები, სამართალი, ბიზნესი და სოციალური მეცნიერებები.
საერთაშორისო მობილობა
სტუ-ის მჭიდრო თანამშრომლობა აქვს ევროპის 17 ქვეყნის 68 უნივერსიტეტთან, სადაც ყველა საფეხურის სტუდენტს შეუძლია განახორციელოს საერთაშორისო მობილობა Erasmus+ პროგრამის ფარგლებში და ამავე პროგრამის დაფინანსებით. ეს ქვეყნებია: იტალია, ესპანეთი, გერმანია, თურქეთი, პოლონეთი, საფრანგეთი, პორტუგალია, შვედეთი, საბერძნეთი და სხვ.
საერთაშორისო მობილობაში მონაწილეობა შეუძლია ყველა საფეხურის სტუდენტს ტექნიკური, ჰუმანიტარული, აგრარული და სოციალური პროგრამების მიმართულებებით.
ორდიპლომიანი პროგრამები
პროგრამა წარმოების მართვა რძის ინდუსტრიაში
აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე, სადაც ქართულ-ფრანგული საბაკალავრო პროგრამა „წარმოების მართვა რძის ინდუსტრიაში” ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფრანგული უნივერსიტეტის, რენის მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება, სტუდენტი, სტუ-ის დიპლომთან ერთად, ფრანგული უნივერსიტეტის დიპლომსაც იღებს.
უნიკალური საგანმანათლებლო პროგრამები სტუ-ში
36 უფასო პროგრამა
სტუ-ში მოქმედებს სრულად დაფინანსებული 36 საბაკალავრო პროგრამა , რაც წარმოადგენს სახელმწიფოს სტრატეგიას, პოპულარიზაცია გაუწიოს ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვან დარგებს.
ინკლუზიური სასწავლო გარემო
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესიულ პროგრამებზე რამდენიმე ათეული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტი ირიცხება. სტუ, როგორც წამყვანი უმაღლესი სკოლა, აღიარებს თავის უმნიშვნელოვანეს როლს, შექმნას ხელმისაწვდომი, მხარდამჭერი და ყოვლისმომცველი საგანმანათლებლო გარემო.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ხელმძღვანელობით, აქტიურად უჭერს მხარს და ზრუნავს, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის შეიქმნას და განვითარდეს ინკლუზიური სერვისები და ყველასთვის ღია იყოს კარი განათლებისკენ.
პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება
უნივერსიტეტში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ლაბორატორიებში სტუდენტები რეალური ამოცანებზე მუშაობენ და სხვადასხვა დარგის წამყვან სპეციალისტებთან თანამშრომლობენ.
მაგალითად, მინიჰესის ლაბორატორიასა და ხიდსაცდელ ცენტრში სტუდენტებს რეალურ პირობებში ცდების ჩატარების შესაძლებლობა აქვთ.
უნივერსიტეტის საინჟინრო აკადემიაში საჯარო სკოლის ნიჭიერი მოსწავლეები სწავლობენ, ხოლო აკადემიის კურსდამთავრებულები მრავალი ადგილობრივი და საერთაშორისო კონკურსის, მათ შორის აშშ-ს კოსმოსური კვლევების სააგენტოს NASA-ს, გამარჯვებულები არიან.
ამასთან, კავკასიაში ერთადერთი ჰოლოგრაფიული ინტერფერომეტრიის ლაბორატორია ნანონაწილაკების სინთეზის საშუალებით ონკოლოგიური პრობლემების გადაჭრის საშუალებას იძლევა – ეს იმ ექსპერიმენტების მხოლოდ ნაწილია, რომლებიც გამომგონებლების ახალი თაობების აღზრდას უწყობს ხელს.
თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2001 წლიდან მოქმედებს თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი, სადაც წარმატებით ხორციელდება სამეცნიერო კვლევები.
ცენტრს სათავეში უდგას პროფესორი, მიტროპოლიტი მეუფე ანანია ჯაფარიძე, რომლის უშუალო ხელმძღვანელობით, თეოლოგიაში სამეცნიერო კვლევები და ახალგაზრდა პროფესიონალი კადრების აღზრდა წარმატებით ხორციელდება.
უნივერსიტეტში თეოლოგიური სწავლება და კვლევები შეესაბამება ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების და კვლევითი ცენტრების გამოცდილებას.
ეთნიკურ-კომფესიური მრავალფეროვნებით ოდითგანვე გამორჩეული საქართველოს ერთ-ერთ უდიდეს უნივერსიტეტში 2001 წლიდან 50 000-ზე მეტი სტუდენტი დაეუფლა თეოლოგიის საფუძვლებს.
სტუ საერთაშორისო არენაზე
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს მსოფლიოს უდიდეს კვლევით ცენტრებთან და უნივერსიტეტებთან.
მათ შორის არის:
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, კალიფორნიის, იელის, ბერნის, გლაზგოს უნივერსიტეტებთან და სხვ.
ასევე, სტუ-ს გაფორმებული აქვს მემორანდუმები მსოფლიოსში ავტორიტეულ კომპანიებთან და ბრენდებთან, რის საფუძველზეც სტუდენტებს ეძლევათ საშუალება, გაიარონ სტაჟირება და მიიღონ ევროპული გამოცდილება მაღალტექნოლოგიურ და წარმატებულ კომპანიებში.
სწავლების საერთაშორისო აღიარება
სტუ სამხრეთ კავკასიის მასშტაბით პირველი საგნმანათლებლო დაწესებულებაა, რომელსაც მიენიჭა საერთაშორისო ABET აკრედიტაცია „ბიოსამედიცინო ინჟინერიის“ ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაში.
ABET აკრედიტაცია ერთგვარი გარანტია იმისა, რომ უნივერსიტეტი ზრდის კონკურენტუნარიან პროფესიონალებს, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების დარგში და კურსდამთავრებულებს აძლევს შესაძლებლობას, რეალიზდნენ როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო შრომით ბაზარზე.
ქართველი პოლიტექნიკოსების მიღწევები
საუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ქართველმა პოლიტექნიკოსებმა ქვეყნის განვითარებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელეს - ქართულ საინჟინრო აზროვნებაში ერთ-ერთი ყველაზე თამამი ჩანაფიქრის „ენგურჰესის“ მშენებლობიდან დაწყებული, კოსმოსში პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის – რეფლექტორის გაშვებით გაგრძელებული.
სტუ აქტიურად მონაწილეობდა სამშენებლო მექანიკისა და სამშენებლო სეისმოლოგიის საყოველთაოდ აღიარებული სამეცნიერო სკოლების შექმნაში, რომელთა წარმომადგენლებმა უკვე შემდგომ, საქართველოში სამრეწველო და სამოქალაქო ნაგებობების, გრავიტაციული და თაღოვანი კაშხლების, რთული რელიეფის პირობებში მიწისქვეშა ჰიდროელექტროსადგურების და სხვა სახის მშენებლობები წამოიწყეს.
განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ქართველ მეცნიერებს რკინიგზების დაგეგმარების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის დარგში.
საქართველოს სამთოელების პირველი თაობის წარმომადგენლებმა, რომლებიც უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფუძემდებლის, გრიგოლ წულუკიძის მოწაფეები იყვნენ, სამთომომპოვებელ მრეწველობას მისცეს დასაბამი.
გეოლოგებმა ცნობილი მეცნიერების: ალექსანდრე ჯანელიძის, ალექსანდრე თვალჭრელიძისა და კალისტრატე გაბუნიას ხელმძღვანელობით დაიწყეს ძებნა-ძიების საქმეში რთული სტრუქტურულ-ტექტონიკური, გეოფიზიკური და გეოქიმიური მეთოდების გამოყენება. შესაძლებელი გახდა სასარგებლო წიაღისეულის ახალი საბადოების აღმოჩენა მადნეულში, შაორში, ტყვარჩელსა და სხვა ადგილებში.
ქვეყნის განვითარების საქმეში დიდი წვლილი მიუძღვით ქართველ ენერგეტიკოსებსაც. შეიქმნა ერთიანი ენერგოსისტემა, რესპუბლიკა დაიფარა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების ქსელით. რიონჰესი, ხრამჰესი, ენგურჰესი, თბილსრესი და მრავალი სხვა ენერგოობიექტი ქართული ენერგეტიკის ტრადიციების საწყისს წარმოადგენენ.
XX საუკუნის 30-იანი წლები
XX საუკუნის 50-იანი წლები
1963 წელს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ელექტრონიკის, ავტომატიკისა და ტელემექანიკის ინსტიტუტში (შემდგომ მართვის სისტემების ინსტიტუტი) პირველი ქართული ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანა „დელისი“ შეიქმნა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, მეორე მსოფლიო ომში ქართველ პოლიტექნიკოსთა აქტიური მონაწილეობა. ინსტიტუტის ექვს კურსდამთავრებულს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდნენ, საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭათ. ინსტიტუტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ ომის შემდგომ პერიოდში, სახალხო მეურნეობის აღდგენისა და განვითარების პროცესში.
ქიმიის მეცნიერების განვითარებასთან ერთად ვითარდებოდა მეტალურგიული მეცნიერება.
XX საუკუნის 60-იანი წლები
1959 წელს, საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტს თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი შეუერთდა. ამის შემდეგ, ამოქმედდა ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის, ჰიდროტექნიკისა და სანტექნიკის, კავშირგაბმულობისა და ელექტრონიკის, ავტომექანიკური ფაკულტეტები, აგრეთვე – საპრობლემო და დარგობრივი ლაბორატორიები, სადაც ქვეყნისთვის აუცილებელი და საჭირო სამეცნიერო კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობდა.
1969 წელს, საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში არქიტექტურის ფაკულტეტი შეიქმნა, რომლის პირველი დეკანიც, პროფესორი აკაკი ბერიშვილი (1969- 1972 წწ.) იყო.
XXI საუკუნის დასაწყისი
XXI საუკუნის პირველი ათწლეულის ბოლოს მნიშვნელოვნად შეიცვალა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, სტრუქტურა. მას შემოუერთდა მრავალი სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაცია, ძლიერი ადამიანური რესურსითა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. შემუშავდა ახალი საუნივერსიტეტო წესდება.
დღეს, დამოუკიდებელ საქართველოში, გაცილებით მეტის გაკეთების შესაძლებლობა მიეცათ საინჟინრო-ტექნიკური დარგების ახალგაზრდა სპეციალისტებს, მეცნიერებსა და მკვლევრებს, რაც იმის წინაპირობაა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მისი კურსდამთავრებულები საუკუნოვან ტრადიციას აგრძელებენ.