სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1956 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში.
მეექვსე საერთაშორისო ახალგაზრდულ-სტუდენტური ფესტივალის (1957) ლაურეატი მოსკოვში, სადაც გურამ ბზვანელის მიერ იოსებ გრიშაშვილის ლექსზე შექმნილი სიმღერა „ჩავაქრე სანთელი“ შეასრულა.
იყო საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრ „რეროს“ სოლისტი.
1964 წლიდან ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლ „ორერაში“ მღეროდა.
1980 წლიდან გამოდიოდა სოლო კონცერტებით.
მინიჭებული აქვს ღირსების ორდენი, ქართული საესტრადო ვოკალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისათვის.
ნანი ბრეგვაძის სახელობითი „ვარსკვლავები“ გახსნილია თბილისში, მოსკოვსა და ბაქოში.