ენერგეტიკის ფაკულტეტმა ახალი სასწავლო წელი მოდიფიცირებული საბაკალავრო პროგრამებითა და განახლებული სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიებით დაიწყო
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 2024-2025 აკადემიურ წელს ორი მოდიფიცირებული საბაკალავრო პროგრამით – ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია და საინჟინრო მენეჯმენტი და ასევე ორი, განახლებული, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიით – ჰიდროენერგეტიკისა და ელექტროტექნიკური მასალების ლაბორატორიებით იწყებს.
2024-2025 სასწავლო წელს ენერგეტიკის ფაკულტეტის სამივე საგანმანათლებლო პროგრამაზე სრული შევსებაა. კერძოდ, ენერგეტიკა და ელექტროინჟინერიაზე გამოცხადებულ 210 ვაკანტურ ადგილზე 210 აპლიკანტი ჩაირიცხა, საინჟინრო მენეჯმენტზე – 50-იდან 50, ელექტრულ და ელექტრონულ ინჟინერიაზე – ასევე, 50-დან 50.
საერთო ჯამში, ენერგეტიკის ფაკულტეტზე 2024-2025 სასწავლო წელს სწავლას შეუდგება: ბაკალავრიატის 310 სტუდენტი; მაგისტრატურა – 65 სტუდენტი (55 — ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია, 10 – ტექნოლოგიური პროექტების მენეჯმენტი და ინდუსტრიული პოლიტიკა); დოქტორანტურა — 7 სტუდენტი (6 – ენერგეტიკა დაელექტროინჟინერია, 1 – ინოვაციების და ოპერაციათა მენეჯმენტი).
ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ლენა შატაკიშვილის თქმით, ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს, 16 სექტემბერს, პირველკურსელებთან პროგრამების მიხედვით, საინფორმაციო ტიპის შეხვედრები შედგება, სადაც ფაკულტეტის ადმინისტრაცია, აკადემიური დეპარტამენტების ხელმძღვანელები, სტუდენტური თვითმართველობის წარმომადგენლები გააცნობენ სტუდენტებს სასწავლო პროცესის მიმდინარეობის სპეციფიკას, ფაკულტეტის ისტორიას, ყოველწლიური სპორტული და კულტურული ღონისძიებების ჩამონათვალს და ა.შ.
“ენერგეტიკის ფაკულტეტი 95 წლისაა. ის ერთადერთია, სადაც მომავალი ენერგეტიკოსები სრულყოფილ და მაღალკვალიფიციურ განათლებას ეუფლებიან.
დღეს ენერგეტიკის ფაკულტეტის წარმატებაზე მეტყველებს მნიშვნელოვანი ფაქტი – 2025 წელს საბაკალავრო პროგრამა – „ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია“ ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების აკრედიტაციის საბჭოს, ABET აკრედიტაციაზე იქნება წარდგენილი.
ეს იმას ნიშნავს, რომ პროგრამა, საქართველოს მომავალ ენერგეტიკოსებს, საერთაშორისო სტანდარტების განათლებას მისცემს. ეს არის ნათელი გამოხატულება იმისა, რომ ფაკულტეტი მზადაა სწავლების უფრო მაღალ საფეხურზე გადავიდეს, რაც უნივერსიტეტის და ჩვენი პარტნიორების დამსახურებაა. ფაკულტეტის კურსდამთავრებული სპეცილისტებითაა დაკომპლექტებული, ხოლო პროფესორები აქტიურად არიან ჩართულები არაერთ საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტში.
ასევე, ჩვენი პროფესორები გადიან სტაჟირებას ამერიკის შეერთებულ შტატებში. დაგეგმილია მერვე სასწავლო კორპუსის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის ფარგლებში, ენერგეტიკის განვითარების ფონდი, ენერგეტიკის ფაკულტეტის ფოიეს, აუდიტორიებს, დერეფნებს და სასწავლო ინფრასტრუქტურას განაახლებს.
ეს და სხვა მიღწევები დიდი შრომის შედეგია. არაერთი პროექტის ინიციატივისა და მხარდაჭერისთვის მადლობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს.
მადლობა ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებს”, – აცხადებს ლენა შატაკიშვილი.
ენერგეტიკის ფაკულტეტზე იწყება სამწლიანი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს, განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით ლაბორატორიების საერთაშორისო ქსელის ფორმირებას, მსხვილი კვლევითი პროექტების განხორციელებას, სასწავლო მასალებისა და კურსების შემუშავებას, ცნობიერების ამაღლებას, ტრენერების გადამზადებას, პარტნიორ უნივერსიტეტებში სასწავლო ვიზიტებს.
პროექტის პარტნიორი ორგანიზაციებია: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო, მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (იტალია), ლა-კორუნიას უნივერსიტეტი (ესპანეთი), მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უკრაინის სახელმწიფო უნივერსიტეტი (უკრაინა), დონეცკის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტი (უკრაინა), ADA-ს უნივერსიტეტი (აზერბაიჯანი), ხაზარის უნივერსიტეტი (აზერბაიჯანი).
3E-Partneship -ის სასწავლო ვიზიტის ფარგლებში ფაკულტეტის დეკანი ლენა შატაკიშვილი და ამავე ფაკულტეტის თბოენერგეტიკის, ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და ენერგოაუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნათია არაბაძე 3E-Partneship -ის სასწავლო ვიზიტის ფარგლებში მივლინებით იმყოფებოდნენ ბელგიის ქალაქ გენტში KU Leuven-ის საინჟინრო ტექნოლოგიის ფაკულტეტზე, სადაც გაეცნენ უნივერსიტეტში არსებულ საგანმანათლებოლო სასწავლო პროგრამებთან დაკავშირებულ მეთოდოლოგიას, რომელიც განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობისა ცოდნის გაღრმავებისაკენ არის მიმართული.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, Erasmus+CBHE პროგრამის ფარგლებში.
Related
Energy Efficiency Center Donates Thermal Resistance Measuring Device to Georgian Technical University
The Energy Efficiency Center Georgia (EECG) has donated a thermal resistance measuring device to the Faculty Power Engineering of the...
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...