საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო წლის დაწყება მასშტაბური ღონისძიებით აღინიშნა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში 2024-2025 აკადემიური წლის დაწყება და პირველკურსელთა ახალი, 102-ე ნაკადის მიღება მასშტაბური ღონისძიებით აღნიშნა, რომელშიც სამივე საფეხურის სტუდენტები მონაწილეობდნენ.
ღონისძიება, რომელსაც სტუმრის სტატუსით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი დაესწრო, გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ. რექტორმა სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატება უსურვა. როგორც დავით გურგენიძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, მიმდინარე წელს კიდევ უფრო მეტად გაიზარდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლის მსურველთა რაოდენობა, რაც მიუთითებს უნივერსიტეტის მზარდ რეიტინგზე. რექტორის თქმით, 2024/2025 სასწავლო წლებში უმაღლესი აკადემიური განათლების პირველ საფეხურზე ჩარიცხულებს უნივერსიტეტი ბევრ სიახლეს სთავაზობს.

„ახალი სასწავლო წლის დაწყებას პირველ რიგში ვულოცავ პირველკურსელებს, რომელთაც დღეს გადადგეს ნაბიჯი ცხოვრების ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყებად. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, უნივერსიტეტში სწავლების სამივე საფეხურზე თითქმის 100%-იანი მიღება გვაქვს. სასიხარულოა, რომ უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნოლოგიური და ჰუმანიტარული სპეციალობებით ახალგაზრდების დაინტერესება ასე მაღალია, რაც ადმინისტრაციისა და ფაკულტეტების მიზანმიმართული გუნდური მუშაობის შედეგია. ამდენად, გასაკვირი არაა, რომ ჩარიცხულთაგან 95%-მა პირველ უნივერსიტეტად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტი მონიშნა და შესაბამისი არჩევანი გააკეთა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია — უნივერსიტეტში ჩარიცხულთაგან, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 255 აპლიკანტმა 50%-იანი გრანტი მოიპოვა, 44-მა 70%-ანი, ხოლო 32-მა 100%-იანი, რაც მიუთითებს, რომ წელს მათემატიკის ცოდნის საშუალო დონე საგრძნობლადაა აწეული.
ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ ყველა სტუდენტს, პედაგოგს, კოლეგას. მეცნიერებს, რომელთაც საქართველოს მომავალ თაობას გზა უნდა გაუკვალონ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში.
ახალ სასწავლო წელს, უნივერსიტეტის ცხოვრებაში ბევრი სასიამოვნო სიახლე გველის, რომელთა შორის გამოვყოფ მერვე სასწავლო კორპუსის რეაბილიტაციის პროექტს. პროექტის ფარგლებში, ენერგეტიკის განვითარების ფონდი, ენერგეტიკის ფაკულტეტის ფოიეს, აუდიტორიებს, დერეფნებს და სასწავლო ინფრასტრუქტურას განაახლებს. ახლო მომავალში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მერვე კორპუსის ინფრასტრუქტურა სრულად უპასუხებს თანამედროვე მოთხოვნებს. რაც მთავარია, შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისას სასწავლო პროცესი შეუფერხებლად წარიმართება.
სწრაფი ტექნოლოგიური პროგრესის ხანაში საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს ამიერკავკასიაში ერთ-ერთ მოწინავე საინჟინრო-ტექნოლოგიურ უმაღლეს სკოლას, რომელიც წარმატებით ახორციელებს ჰუმანიტარულ პროგრამებსაც. სწორედ ამის დადასტურებაა ფონდის ინიციატივა, განაახლოს ენერგეტიკის ფაკულტეტის ინფრასტრუქტურა, რისთვისაც, საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სტუდენტების სახელით, მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გიორგი ამილახვარს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილს, ენერგეტიკის განვითარების ფონდს და მის ხელმძღვანელს ჯაბა ხმალაძეს.
ძვირფასო ახალგაზრდებო, თქვენ არჩევანში არ შემცდარხართ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი წარმატებული საინჟინრო უმაღლესი სკოლაა, სადაც, 170 საგანმანათლებლო პროგრამაზე სხვადასხვა ეროვნების, ათასობით სტუდენტი სწავლობს. უნივერსიტეტი განახლებული ენერგიით ხვდება ახალ სასწავლო წელს. კიდევ ერთხელ გილოცავთ და თქვენთან ერთად ვულოცავ 2023/2024 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს, წარმატებებს გისურვებთ“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ. ნოდარ პაპუკაშვილმა წარმატებები უსურვა უნივერსიტეტს, აკადემიურ პერსონალს და სტუდენტებს. როგორც მინისტრის მოადგილემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მაღალკვალიფიციური კადრების სამჭედლოა, რომლის კურსდამთავრებულები ნაყოფიერად მოღვაწეობენ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. ნოდარ პაპუკაშვილის თქმით, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ხელმძღვანელობით, უნივერსიტეტმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია.
სტუ-ის აკადემიურ პერსონალს და სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა, ცნობილმა კომპოზიტორმა და მომღერალმა ჯემალ სეფიაშვილმა. “ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ უნივერსიტეტს, რექტორს, პედაგოგებს და სტუდენტებს, განსაკუთრებით პირველკურსელებს. წარმატებები მისურვებია. ჩემთვის პატივია ღონისძიების მუსიკალური ნაწილი გავხსნა და თქვენთვის შევასრულო ყველა თაობისთვის გამორჩეული და საყვარელი სიმღერა “გამარჯობა, ჩემო თბილის ქალაქო”, – აღნიშნა თავის გამოსვლაში ჯემალ სეფიაშვილმა.
ახალი სასწავლო წლის დაწყებისა და სტუდენტთა დახვედრის ღონისძიება – WELCOME TO GTU – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მხარდაჭერით და ადმინისტრაციის ორგანიზებით, ღია სივრცეში გაიმართა. მოეწყო გასართობი სივრცეები, სტუდენტების წინაშე ცოცხალი შესრულებით წარდგნენ საუნივერსიტეტო მუსიკალური ჯგუფები – Next Station და ეთნობენდი “მარე”; საკონცერტო პროგრამა სტუ-ის კურსდამთავრებულმა, DJ ლაშა სულთანიშვილმა გააგრძელა და ახალგაზრდებს საუკეთესო კომპოზიციები შესთავაზა. ასევე, რექტორის გადაწყვეტილებით, პირველკურსელ სტუდენტებს უნივერსიტეტისგან სამახსოვრო სასაჩუქრე პაკეტები გადაეცათ.
სტუ-ში სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი კონცერტი საზეიმო ფეიერვერკით დასრულდა.
Related
GTU Rector Expresses Condolences on the Passing of Paata Natsvlishvili
David Gurgenidze, Rector of Georgian Technical University and Academician, on behalf of the university community, expresses deep sorrow over the...
GTU Marks the 95th Anniversary of Academician Irakli Jordania’s Birth and the 48th Anniversary of the Establishment of the Center for the Study of Productive Forces and Natural Resources
“Georgian Technical University’s Irakli Jordania Center was established 48 years ago, and today, September 17, its founder, Academician Irakli Jordania,...
DAAD Scholarship Programmes for the 2027–2028 Academic Year
For the 2027-2028 academic year, the German Academic Exchange Service (DAAD) is announcing scholarship opportunities. The programs include summer courses,...
GTU Rector Congratulates Professor Henry Kuprashvili on His 80th Birthday
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates Professor Henry Kuprashvili...
GTU Students Pay Tribute to the Memory of Ilia Chavchavadze
“Ilia’s path is defined by education, national self-awareness, the rule of law, responsibility, and service to one’s country. For this...
The GTU Rector expresses condolences to the family and colleagues of Professor Irina Badagadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his deep sorrow...