ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში – „კიბერნეტიკისა და ინფორმატიკის პრობლემები (PCI 2023)“
img.card-img-top{
object-position: 50% 20%;
}
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორმა ბესარიონ შანშიაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გამართულ მე-5 საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
საერთაშორისო კონფერენცია – „კიბერნეტიკისა და ინფორმატიკის პრობლემები (PCI 2023)“ – ბაქოში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს მართვის სისტემების ინსტიტუტში გაიმართა.
კონფერენციის მუშაობაში მსოფლიოს 313 ქვეყნის უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალი მონაწილეობდა.
სტუ-ის პროფესორის, ბესარიონ შანშიაშვილის ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მუდმივად მონაწილეობს აღნიშნულ კონფერენციაში, რომელიც, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, 2006 წლიდან მოყოლებული, ორ წელიწადში ერთხელ იმართება.
ბესარიონ შანშიაშვილი: „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღნიშნული საერთაშორისო კონფერენციის მუდმივი მონაწილეა. უნივერსიტეტი კონფერენციაზე ახალი იდეებით და საინტერესო თემებით გამოდის, რაც დამსწრე საზოგადოებაში დიდ ინტერესს იწვევს.
კონფერენციაზე წაკითხული იყო 9 პლენარული მოხსენება, რომლებიც წარმოადგინეს ცნობილმა მეცნიერებმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ავსტრალიიდან, თურქეთიდან, პოლონეთიდან, რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან და აზერბაიჯანიდან. ჩემი თემა – “ერთი კლასის არაწრფივი სისტემების პარამეტრული იდენტიფიკაცია უკუკავშირიანი ჰამერშტეინის მოდელის გამოყენებით“ – ჩართული იყო სექციის „მოდელირება და შებრუნებული ამოცანები“ პირველ სხდომის პირველ მოხსენებად. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია. კონფერენციის დახურვის ცერემონიალზე დასახელდა პლენარული და სექციებზე წაკითხული მოხსენებებიდან სამ-სამი საუკეთესო მოხსენება. „მოდელირება და შებრუნებული ამოცანების“ სექციის სხდომებზე გაკეთებული 14 მოხსენებიდან ორგანიზატორების მიერ შერჩეულ სამ საუკეთესო მოხსენებათა შორის ჩემი მოხსენება დასახელდა, რაც მიანიშნებს უნივერსიტეტის და ფაკულტეტის წარმატებაზეც“.
საერთაშორისო კონფერენციაში მუშაობდა ექვსი სექცია, მათ შორის: ოპტიმიზაცია და ოპტიმალური მართვის პრობლემები; მოდელირება და შებრუნებული ამოცანები; ინტელექტუალური სისტემები; მათემატიკური სტატისტიკა და მასობრივი მომსახურების თეორია; არამკაფიო და სტოქასტური მოდელირება; გამოყენებითი ამოცანები და ინფორმაციული ტექნოლოგიები.
კონფერენციაზე წარდგენილი თემები უკვე დაიბეჭდა პრეპრინტებში, შემდეგ ეტაპზე ნაშრომებს მიენიჭება DOI, სამომავლოდ კი დაიბეჭდება გამოცემა შპიგელის გამოცემის და განთავსდება Web of Sciences-ს მონაცემთა ბაზაში. სტატიები კონფერენციის სარედაქციო კოლეგიის მიერ რეკომენდებულია გამოქვეყნებისთვის 4 მაღალ რეიტინგულ ჟურნალში, როგორიცაა „წმინდა და გამოყენებითი მათემატიკის ჟურნალი (TWMS)“, გამოყენებითი და გამოთვლითი მათემატიკა, ინფორმატიკისა და მართვის პრობლემები, მაღალი სიხშირის საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ჟურნალი (Blue Martin Press, აშშ).
Related
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...
Within the Framework of the “Study and Get a Job” Program, Short-Term Professional Courses at GTU Are Offered With Full Funding
Within the framework of the “Study and Get a Job” program of the Tbilisi City Hall Municipality, you can take...