სტუ-ის მეცნიერთა ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში „კომპიუტერული მეცნიერებები და საინფორმაციო ტექნოლოგიები – CSIT 2023“
img.card-img-top{
object-position: 50% 20%;
}
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში – „კომპიუტერული მეცნიერებები და საინფორმაციო ტექნოლოგიები – CSIT 2023“.
მე-14 საერთაშორისო კონფერენცია ერევანში გაიმართა და სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 80 წლის იუბილეს მიეძღვნა. კონფერენციის მუშაობაში, ქართველი მეცნიერების გარდა, მონაწილეობდნენ ამერიკის შეერთებული შტატების, ბელგიის, ირანის, კანადის, ლიტვის, ნორვეგიის, რუსეთის ფედერაციის, საფრანგეთის, სლოვაკეთის, სომხეთის, უკრაინის, უნგრეთის, ფილიპინების, ყაზახეთის, ჩინეთის და ა.შ. წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლები.
სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ ვახტანგ კვარაცხელიას თქმით, საერთაშორისო კონფერენციაზე ქართველი მეცნიერები ახალი იდეებით და საინტერესო თემებით წარდგნენ.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის მეცნიერები კონფერენციაში, ნაყოფიერად და წარმატებით, უკვე მრავალი წელია ვმონაწილეობთ. კონფერენციის მიზანია კომპიუტერული მეცნიერებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგის მკვლევრებს შორის სამეცნიერო და ტექნოლოგიური ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობა და წახალისება. წელს, კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ორი თემა მათემატიკის ინსტიტუტის მეცნიერებმა წარვადგინეთ და ასევე, მასპინძლების გადაწყვეტილებით, კონფერენციის რამდენიმე სექციიდან ორის თანათავმჯდომარე ვიყავით. ეს იყო ძალიან საინტერესო კონფერენცია, ახალი იდეებით და ახალი თემებით“, – განაცხადა პროფესორმა ვახტანგ კვარაცხელიამ.
მე-14 საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის სამმა მეცნიერმა – ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ვახტანგ კვარაცხელიამ, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, პროფესორმა ჰამლეტ მელაძემ და მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა მარინე მენთეშაშვილმა.
კონფერენციაზე მუშაობდა სექციები: ალგორითმები; ავტომატები და ლოგიკა; ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლება; ღრუბლოვანი გამოთვლები; კრიპტოგრაფია და კიბერუსაფრთხოება; დისკრეტული მათემატიკა და კომბინატორული ანალიზი; ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებები; ინფორმაციის თეორია და კოდირების თეორია; განაწილებული სისტემები; დიდი მონაცემები; სახეთა ამოცნობა და გამოსახულებათა დამუშავება; ტელეკომუნიკაციები და ქსელები და სხვა.
კონფერენციის შრომების კრებული განთავსებულია ვებ-გვერდზე, რომელიც გამოიცემა ჟურნალის სახით.
Related
Visit of the President of the Asian Academy of Sciences to GTU
Vice-Rector of the Georgian Technical University, Professor Tamar Lominadze met with the President of the Asian Academy of Sciences (AASc,...
Free Italian language courses for GTU students
"Dante's Cabinet" located on the grounds of the Georgian Technical University offers you a unique opportunity to take free Italian...
Memorandum of Cooperation between GTU and the Land Transport Agency has been renewed
Vice-Rector of the Georgian Technical University, Professor Tamar Tsereteli and Director of the LEPL Land Transport Agency Bakur Mikadze signed...
Vocational courses for students
The Georgian Association of Scientific and Educational Computer Networks (GRENA) is launching training courses for first-year students of various universities....
Attention to Students Transferring to GTU Through Autumn External Mobility for the 2026–2027 Academic Year!
Please carefully read the information about vacancies and admission requirements for external mobility in the selected GTU program: https://students.emis.ge/VacancyInfo A...
Rector of GTU, Academician David Gurgenidze Congratulates Applicants on Becoming Students
Academician David Gurgenidze, Rector of Georgian Technical University, congratulates the university applicants who successfully passed the Unified National Examinations on...