Instruction of International Mobility
Since 2015, the Georgian Technical University has been implementing exchange programs funded by the European Commission within the framework of the Erasmus+ Programme, Key Action 1 (Individual Learning Mobility) — International Credit Mobility (ICM).
The call for applications for participation in the Erasmus+ Credit Mobility Programme is announced in two stages:
For international mobility planned in the spring semester, the competition is held in November, while for mobility planned in the autumn semester, it is held in April.
The deadlines for submitting application documents are as follows: for mobility planned in the spring semester — October 31 for students and November 5 for staff; for mobility planned in the autumn semester — March 31 for students and April 5 for staff.
Note: Application deadlines may be subject to change depending on the requirements of the coordinating university. Detailed information regarding the competition conditions, available mobility types, and deadlines will be published periodically on the official website of Georgian Technical University.
Only complete and properly submitted application forms will be considered. Otherwise, the applicant will be automatically disqualified from the competition.
Applications will not be reviewed before the submission deadline, and applicants will not be notified during this period. Applications submitted after the deadline will not be considered.
Within one academic semester, an applicant may apply to a maximum of two coordinating universities under the announced call. The nomination will be sent only to one coordinating university, which the applicant selects as their priority either during the interview with the selection committee or through written notification. Once nominated to the selected university, the applicant’s candidacy/application will no longer be considered for nomination to another university within the same call for that academic semester.
The ICM Programme covers travel expenses based on the distance between the home and host cities and provides scholarships.
To calculate the distance, please refer to the Travel Distance Calculator
Between 100 and 499 KM:
Between 500 and 1999 KM:
Between 2000 and 2999 KM:
Between 3000 and 3999 KM:
Between 4000 and 7999 KM:
8000 KM or more:
International mobility for Bachelor’s, Master’s, and Doctoral students is available for a duration of one or two semesters. The study period spent abroad must be compatible with the student’s academic programme at the home university.
The amount of the monthly scholarship for students is determined according to the host country and is, on average:
Denmark, Ireland, France, Italy, Austria, Finland, Sweden, the United Kingdom, Liechtenstein, Norway
Austria, Belgium, Germany, France, Italy, Greece, Spain, Cyprus, the Netherlands, Malta, Portugal
Bulgaria, Croatia, the Czech Republic, Estonia, Latvia, Lithuania, Hungary, Poland, Romania, Serbia, Slovakia, Slovenia, North Macedonia, Turkey
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
- აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს, რომლებიც კონკურსის მიმდინარეობისას ირიცხებიან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შესაბამის საფეხურზე
სწავლის მიზნით მობილობის განხორციელება დასაშვებია:
- ბაკალავრიატის სწავლების საფეხურზე, მე-4 – მე-7 სემეტრების ჩათვლით;
- მაგისტრატურის სწავლების საფეხურზე, მე-2 – მე-3 სემესტრების ჩათვლით;
- დოქტორანტურის სწავლების საფეხურზე, მე-2 – მე-5 სემესტრების ჩათვლით.
სტაჟირების მიზნით მობილობის განხირციელება დასაშვებია:
- ბაკალავრიატის სწავლების საფეხურზე, მე-4 – მე-8 სემეტრების ჩათვლით;
- მაგისტრატურის სწავლების საფეხურზე, მე-2 – მე-4 სემესტრების ჩათვლით;
- დოქტორანტურის სწავლების საფეხურზე, მე-2 – მე-6 სემესტრების ჩათვლით.
კონკურსში მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ:
- ნებისმიერი საფეხურის სტუდენტს, რომელსაც უკვე მიღებული აქვს Erasmus+ გრანტი იმავე საფეხურზე და მისი მობილობის პერიოდი დაგეგმილი მობილობის ჩათვლით აღემატება 12 თვეს;
- აკადემიური დავალიანების მქონე სტუდენტს;
- სტუდენტს, რომელმაც უკვე მონაწილეობა მიიღო მობილობაში და არ შეასრულა შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ან/და დადგენილი წესით არ/ვერ წარმოადგინა მიმღებ უნივერსიტეტში მიღებული კრედიტების უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტზე აღიარების დოკუმენტი;
- სტუდენტს, რომელმაც უკვე მონაწილეობა მიიღო მობილობაში და არ შეასრულა შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ან/და დადგენილი წესით საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში არ წარადგინა მობილობის ანგარიში განხორციელებულ მობილობაზე.
ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ:
- აპლიკანტს, რომელიც არის სოციალურად დაუცველი, სპეციალური საჭიროებების მქონე, ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი (ე.წ. „1+4 საგანმანათლებლო პროგრამის“ მონაწილე) და/ან იძულებით გადაადგილებული პირი, სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში;
- აპლიკანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus+ მობილობის პროგრამების ფარგლებში.
დოკუმენტები კონკურსში მონაწილეობისათვის (ინგლისურ ენაზე):
სტუდენტი (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა)
- შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის უფროსთან შეთანხმებით შევსებული და აპლიკანტისა და დეკანის ხელმოწერით დადასტურებული ინდივიდუალური სასწავლო ხელშეკრულება;
- პირადობის მოწმობის /პასპორტის ასლი;
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ, სწავლების წლის/საფეხურისა და სწავლების ენის მითითებით;
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
- EUROPASS CV;
- სამოტივაციო წერილი. მოტივაცია უნდა იყოს დასაბუთებული და სტრუქტურულად გამართული, მიზნების, მოსალოდნელი შედეგებისა და სარგებლის თვალსაჩინო წარმოდგენით, თუ როგორ გამოიყენებს დარგში შეძენილ ცოდნას;
- საგანმანათლებლო პროგრამის ენის ცოდნის (მინიმუმ B2 დონე) დამადასტურებელი სერტიფიკატი/ცნობა, რომ აპლიკანტს მიღებული აქვს განათლება ან სწავლობს შესაბამის უცხოურენოვან პროგრამაზე. ასეთის არარსებობის შემთხვევაში, აპლიკანტი გაივლის შიდა საუნივერსიტეტო ტესტირებას შესაბამის უცხოურ ენაში, უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში;
- ნიშნების ფურცელი, GPA მითითებით;
- სარეკომენდაციო წერილი, რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაციისა და მოცემული კონკურსისათვის რეკომენდაციის გაცემის თარიღის მითითებით;
- არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი უწყებიდან გაცემული ცნობა იმის შესახებ, რომ აპლიკანტი არის: სოციალურად დაუცველი, სპეციალური საჭიროებების მქონე, ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი (ე.წ. „1+4 საგანმანათლებლო პროგრამის“ მონაწილე) ან იძულებით გადაადგილებული პირი, საჭიროების შემთხვევაში, ინგლისურ ენაზე გადათარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული;
- წინა საფეხურზე მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომი და დიპლომის დანართი (არსებობის შემთხვევაში) ან აკადემიური ცნობა;
- კვლევის გეგმა დოქტორანტებისთვის, აგრეთვე, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სწავლების დამამთავრებელი წლის/ სტაჟირების მიზნით მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის, შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის მიერ დამოწმებული;
- დამატებითი ინფორმაცია აპლიკანტის შესახებ (კონფერენციებში, სპორტულ, თვითშემოქმედებით და სხვა სტუდენტურ ღონისძიებებში მონაწილეობა);
- მხარდაჭერის წერილი მიმღები უნივერსიტეტის პროფესორისაგან /შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულისგან დოქტორანტებისთვის, აგრეთვე, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სწავლების დამამთავრებელი წლის/სტაჟირების მიზნით მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის (ოფიციალური დოკუმენტი სავალდებულო არ არის. საკმარისია ელ-ფოსტით მიღებული თანხმობა).
შენიშვნა:
კონკურსში გამარჯვებული სტუდენტი მობილობის პერიოდში სწავლის გადასახადისაგან არ თავისუფლდება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.
Mobility of Academic/Administrative Staff
For teaching purposes: Academic staff are given the opportunity to deliver lectures at a partner higher education institution.
For training purposes: This activity aims to support the professional development of university staff through training opportunities (excluding conferences) or job shadowing at a partner university.
The amount of the daily grant for academic/administrative staff is determined according to the host country and is, on average:
Norway, Denmark, Luxembourg, Great Britain, Iceland, Sweden, Ireland, Finland, Liechtenstein
Austria, Belgium, Germany, France, Italy, Greece, Spain, Cyprus, Netherlands, Malta, Portugal
Hungary, Poland, Romania, Serbia, Slovakia, Slovenia, Macedonia, Turkey
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
- აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალს, რომელიც საკონკურსო განაცხადის შემოტანის დროს არის უნივერსიტეტის პერსონალი და შრომითი ხელშეკრულების ვადა არ ეწურება გაცვლითი პროგრამის განხორციელების პერიოდში.
კონკურსში მონაწილეობა არ შეუძლია:
- აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალს, რომელმაც უკვე მონაწილეობა მიიღო მობილობაში და არ შეასრულა შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ან/და დადგენილი წესით საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში არ წარადგინა მობილობის ანგარიში განხორციელებულ მობილობაზე.
დოკუმენტები კონკურსში მონაწილეობისათვის (ინგლისურ ენაზე):
ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალი
- სათანადოდ შევსებული მობილობის ხელშეკრულების პროექტი, ხელმოწერილი აპლიკანტისა და ვიზირებული შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის (სამსახურებრივი დაქვემდებარების მიხედვით) ხელმძღვანელის მიერ: აკადემიური საქმიანობის გეგმა (მხოლოდ აკადემიური პერსონალისთვის) და ადმინისტრაციული საქმიანობის გეგმა (მხოლოდ ადმინისტრაციული პერსონალისთვის);
- პირადობის მოწმობის /პასპორტის ასლი;
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
- EUROPASS CV;
- სამოტივაციო წერილი. მოტივაცია უნდა იყოს დასაბუთებული და სტრუქტურულად გამართული, მიზნების, მოსალოდნელი შედეგებისა და სარგებლის თვალსაჩინო წარმოდგენით. სამოტივაციო წერილში მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული მიმღებ უნივერსიტეტში შესასრულებელი სამუშაოები (გაწერილი სამუშაო გეგმა) და მნიშვნელობა;
- მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად, საგანმანათლებლო პროგრამის/სასწავლო კურსის სწავლების ენის ან ჩასატარებელი ღონისძიების/ღონისძიებების სამუშაო ენის ცოდნის (მინიმუმ B2 დონე) დამადასტურებელი სერტიფიკატი/ცნობა, რომ კონკურსანტს მიღებული აქვს უმაღლესი განათლება შესაბამის უცხოურენოვან პროგრამაზე ან წაკითხული აქვს ლექციები შესაბამის უცხოურ ენაზე. ასეთის არარსებობის შემთხვევაში, აპლიკანტი გაივლის შიდა საუნივერსიტეტო ტესტირებას შესაბამის უცხოურ ენაში, უნივერსიტეტის საგამოცდო და ელექტრონული სასწავლო რესურსების ცენტრში;
- სარეკომენდაციო წერილი, რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაციისა და მოცემული კონკურსისათვის რეკომენდაციის გაცემის თარიღის მითითებით;
- უმაღლესი განათლების დიპლომი და დიპლომის დანართი (არსებობის შემთხვევაში) ან აკადემიური ცნობა;
- დამატებითი ინფორმაცია კონკურსანტის შესახებ (კონფერენციებში მონაწილეობა; პუბლიკაციები; გამოგონებები; საგრანტო პროექტებში მონაწილეობა; ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით განხორციელებული აქტივობები; უნივერსიტეტში საზოგადოებრივი, საგანმანათლებლო-სამეცნიერო და შემოქმედებითი ღონისძიებების ორგანიზებასთან დაკავშირებული, არათანამდებობრივი ვალდებულებებით განსაზღვრული საქმიანობა და სხვ.);
- ცნობა დასაქმების შესახებ, სადაც გაწერილი იქნება ინფორმაცია უნივერსიტეტში აპლიკანტის მიერ დაკავებული აკადემიური/ადმინისტრაციული თანამდებობის შესახებ (უნივერსიტეტის შტატიანი ან ხელშეკრულებით მოწვეული თანამშრომელი) და ვადები;
- სპეციალური საჭიროებების მქონე პირის მიერ – შესაბამისი უწყებიდან გაცემული ცნობა, საჭიროების შემთხვევაში, ინგლისურ ენაზე გადათარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული.
ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ:
- აპლიკანტს, რომელიც არის სპეციალური საჭიროებების მქონე, ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი (ე.წ. „1+4 საგანმანათლებლო პროგრამის“ მონაწილე) და/ან იძულებით გადაადგილებული პირი, სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში;
- აპლიკანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus+ მობილობის პროგრამების ფარგლებში.
აკადემიური მიმართულებებისა და კოდების განმარტებისთვის იხილეთ ბმული.
For detailed information regarding the Erasmus+ international mobility programmes at Georgian Technical University, please contact the Erasmus+ team at the International Relations Department.
Georgian Technical University Administrative Building (77 Kostava Street), 2nd Floor, Room No. 219
Email: erasmusplus@gtu.ge