International News
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ოსტრავის ტექნიკურ უნივერსიტეტში – 2025-26 აკადემიური წელი (სტუდენტებისთვის)
ოსტრავის ტექნიკური უნივერსიტეტი (Technical University of Ostrava - VSB-TUO) (ოსტრავა, ჩეხეთის რესპუბლიკა) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-2026 აკადემიური წლის საშემოდგომო და საგაზაფხულო სემესტრებისთვის.
MCI ინსბრუკი და IMC კრემსი – ტურიზმის კვლევის მე-13 საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია
2026 წლის 11-12 მაისს, ქართველ სტუდენტებსა და მკვლევრებს საშუალება ეძლევათ, მონაწილეობა მიიღონ ტურიზმის კვლევის XIII საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციაში (ISCONTOUR), რომელიც გაიმართება MCI ინსბრუკში (ინსბრუკის მენეჯმენტის ცენტრი - MCI Management Center Innsbruck) (ინსბრუკი, ავსტრია). ღონისძიება ორგანიზებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პარტნიორ კრემსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან (IMC Krems University of Applied Sciences) (კრემსი, ავსტრია) ერთად.
კრემსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი – სწავლების საერთაშორისო დღეები 2026
კრემსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (IMC Krems University of Applied Sciences) (კრემსი, ავსტრია) იწვევს პროფესორ-მასწავლებლებს მონაწილეობის მისაღებად სწავლების საერთაშორისო დღეებში 2026 (International Teaching Days 2026), რომელიც 2026 წლის 14-18 აპრილს იგეგმება.
PROM პროგრამა – მოკლევადიანი აკადემიური მობილობა სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის)
სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Silesian University of Technology - SUT) (გლივიცე, პოლონეთი), ევროკავშირის მიერ დაფინანსებული PROM პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს მოკლევადიან აკადემიურ გაცვლის პროექტზე.
G H Raisoni საინჟინრო კოლეჯი – საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციები ინდოეთში
G H Raisoni საინჟინრო კოლეჯი (G H Raisoni College of Engineering - GHRCE) (ნაგპური, ინდოეთი) 2025 წლის შემოდგომაზე ორგანიზებას უკეთებს საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციებს.
Erasmus+ “Vinifera/Newclim” კვლევითი ქსელის საშემოდგომო სკოლა “ღვინო, კლიმატი და ცვლილება: მდგრადობის უზრუნველყოფა ქართულ მევენახეობაში”
2025 წლის 6-10 ოქტომბერს თბილისსა და თელავში გაიმართება საშემოდგომო სკოლა "ღვინო, კლიმატი და ცვლილება: მდგრადობის უზრუნველყოფა ქართულ მევენახეობაში" (Wine, Climate, and Change: Building Resilience in Georgian Viticulture).