International News
ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა სივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტში – 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (საერთაშორისო კვირეული თანამშრომლებისთვის)
სივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტი (Sivas Cumhuriyet University) (სივასი, თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
გაცვლითი პროგრამა ჰრადეც კრალოვის უნივერსიტეტში – 2025-2026 აკადემიური წლის I სემესტრი (სტუდენტებისთვის)
ჰრადეც კრალოვის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი (University of Hradec Králové - UHK) (ჰრადეც კრალოვე, ჩეხეთის რესპუბლიკა) სტუ-ს სტუდენტებისთვის აცხადებს უფასო კურსებზე მობილობას, 2025/2026 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.
Erasmus+ ანგარიში – სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლის მარიკა ზვიადაძის ადმინისტრაციული მობილობა ტიმიშოარის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში
2024 წლის 17-24 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი მარიკა ზვიადაძე Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ადმინისტრაციული პერსონალის მობილობით იმყოფებოდა ტიმიშოარის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში (Polytechnic University of Timisoara - UPT) (ტიმიშოარა, რუმინეთი), სადაც მან მონაწილეობა მიიღო პროექტის კოორდინატორი უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ თანამშრომელთა მე-2 საერთაშორისო კვირეულში - “სინერგია აკადემიაში: კავშირების დამყარება, კულტურათაშორისი ურთიერთობის მდგრადობის ხელშეწყობა“. იხილეთ მის მიერ წარმოდგენილი მობილობის ანგარიში
ჩანდიგარის კოლეჯების ჯგუფი – საერთაშორისო სწავლების დახელოვნების პროგრამა 2025 (ITEP 2025)
2025 წლის 23-28 ივნისს ჩანდიგარის კოლეჯების ჯგუფი (CHANDIGARH GROUP OF COLLEGES JHANJERI) (მოჰალი, ინდოეთი) ორგანიზებას უკეთებს საერთაშორისო სწავლების დახელოვნების პროგრამას 2025 (INTERNATIONAL TEACHING EXCELLENCE PROGRAM - ITEP 2025).
საჯარო სამსახურის ეროვნული უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორების საერთაშორისო პროგრამა (Ludovika Scholars Program) – 2024-25 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი
საჯარო სამსახურის ეროვნული უნივერსიტეტი (Ludovika University of Public Service – LUPS) (ბუდაპეშტი, უნგრეთი) აცხადებს განცხადებების მიღებას მოწვეული ლექტორების საერთაშორისო პროგრამაზე (Ludovika Scholars Program for guest lecturers and researchers), ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ლექტორებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებისთვის, 2024-25 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
მაზარიკის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამები – 2025-26 აკადემიური წელი
მაზარიკის უნივერსიტეტის (Masaryk University) (ბრნო, ჩეხეთის რესპუბლიკა) ეკონომიკისა და ადმინისტრირების ფაკულტეტი აცხადებს სამაგისტრო პროგრამებზე მიღებას 2025 წლის სექტემბრისათვის, შემდეგი მიმართულებებით: