„მოტივაციის გაძლიერება: როგორ ვაქციოთ შიში განვითარებად?! – გმირის მოგზაურობა“ – ტრენინგი სტუ-ში

News

24 დეკემბერს, 12:00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტუტორინგისა და მენტორინგის ცენტრი გიწვევთ ტრენინგზე, რომელიც ეძღვნება პიროვნული და პროფესიული განვითარების ფსიქოლოგიურ მექანიზმებს. ღონისძიებას ტრენერი, ფსიქოთერაპევტი დიანა ნიკოლაიშვილი წაუძღვება.

პროგრამა აგებულია „გმირის მოგზაურობის“ კონცეფციაზე და მიზნად ისახავს, რათა მონაწილეებმა გაიაზრონ განვითარების გზა, გააცნობიერონ შიდა ბარიერები და აითვისონ პრაქტიკული ინსტრუმენტები, როგორც პროფესიული თვითრეფლექსიისა და მენტორულ – პედაგოგიური კომპეტენციების განვითარების ინსტრუმენტი.

ტრენინგი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • მოტივაციისა და ყურადღების მართვა;
  • შიშებისა და შემზღუდავი წარმოდგენების გაცნობიერება;
  • განვითარების ეტაპების ამოცნობა;
  • ეფექტური კითხვების გამოყენება პედაგოგიკაში, მენტორინგ-ტუტორინგსა და თვითგანვითარებაში.

(ინფორმაცია აუდიტორიის შესახებ დაზუსტდება მოგვიანებით და წინასწარ გეცნობებათ).

დასწრება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს (როგორც აკადემიურ პერსონალს, პედაგოგებს, ტუტორებსა და მენტორებს, ასევე, სტუდენტებს).

ტრენინგზე დასასწრებად მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია და შეავსონ სარეგისტრაციო  ფორმა.


Related

მოგვწერეთ