პროექტი „ქალთა ტექ ჰაბი“ აქტიურად გრძელდება
პროექტი „გენდერული მრავალფეროვნების გაძლიერება ინჟინერიაში – ქალთა ტექ ჰაბი“ კულმინაციას უახლოვდება. თუმცა, უახლოეს დღეებში დაგეგმილია ორი მთავარი ღონისძიება.
პროექტით გათვალისწინებული აქტივობების საშუალებით, ჩვენი სტუდენტები გულმოდგინედ სწავლობდნენ და ივითარებდნენ უნარებს ხუთ ძირითად სფეროში. კერძოდ: მეწარმეობა, მენეჯმენტი, Web ტექნოლოგიები, გრაფიკული დიზაინი და მარკეტინგი. კურსებმა სტუდენტები ცოდნითა და თავდაჯერებულობით აღჭურვა, რათამომავალში სიახლეები დანერგონ და წარმატებას მიაღწიონ ტექსამყაროში.
მეწარმეობის დღე – 19 ივნისი
შემოგვიერთდით 19 ივნისს, მეწარმეობის დღის ღონისძიებაზე, რომელიც ჩვენი სტუდენტების კრეატიულობის, ინოვაციურობისა და სამეწარმეო ენთუზიაზმის ნათელი დემონსტრაცია იქნება. ამ ღონისძიებაზე წარდგებიან მომხსენებლები, გაიმართება ინტერაქტიური სემინარი (კანვას ბიზნესმოდელზე სამუშაოდ), პანელური დისკუსიები სამეწარმეო სფეროს ქალ წარმომადგენელთან და გაიცემა, ღონისძიებაში მონაწილეობის დამადასტურებელი, სერტიფიკატები. ეს არის ფანტასტიკური შესაძლებლობა ჩვენი მონაწილეებისთვის, წარმოაჩინონ ის, რაც ისწავლეს და დაუკავშირდნენ ამ სფეროს წარმომადგენელს.
ინოვაციური იდეების კონკურსი – 21 ივნისი
21 ივნისს Women’s Tech Hub-ი „ინოვაციური იდეების კონკურსს“ უმასპინძლებს. ჩვენი ახალგაზრდა ნოვატორები თავიანთ ინოვაციურ იდეებს ჟიურის წინაშე წარადგენენ. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სტუ-ს ნებისმიერი საფეხურის სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ ინოვაციური სამეწარმეო იდეები და სურთ თავიანთი იდეები რეალურ ბიზნეს პროექტებად აქციონ.
პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები, შესაბამისად, 300, 200 და 100-დოლარიანი სიმბოლური ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან. ეს კონკურსი არ არის ბრძოლა გამარჯვებისთვის, არამედ ჩვენი მომავალი ლიდერების ინოვაციური პოტენციალისა და შემოქმედებითი აზროვნების დემონსტრირებაა.
ორივე ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 19 ივნისს 10:00 საათამდე.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 02 12 04 – თორნიკე
აქვე აღვნიშნავთ, რომ „ინოვაციური იდეების კონკურსში“ მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში „მეწარმეობის დღე 2024“-ში მონაწილეობა სავალდებულოა.
ერთად ვადევნოთ თვალი ჩვენი სტუდენტების პირველ ნაბიჯებს ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენისაკენ.
შეგახსენებთ, რომ პროექტი „გენდერული მრავალფეროვნების გაძლიერება ინჟინერიაში – ქალთა ტექ ჰაბი“, დაფინანსებულია და ხორციელდება აშშ-ს საელჩოს დემოკრატიის კომისიის 2023 წლის მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში. პროექტს კოორდინაციას უწევს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი.
Related
Energy Efficiency Center Donates Thermal Resistance Measuring Device to Georgian Technical University
The Energy Efficiency Center Georgia (EECG) has donated a thermal resistance measuring device to the Faculty Power Engineering of the...
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...