სტუ-ში ინტელექტუალური საკუთრების მართვის აქტუალობის შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, უნივერსიტეტების ინტელექტუალური საკუთრების მართვის აქტუალობის შესახებ, პანელურ დისკუსიას უმასპინძლა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მინდია ოკუჯავამ, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრის და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლებმა, სტუ-ის კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელმა პირებმა და ფაკულტეტების დეკანებმა.
პანელურ დისკუსიაში ონლაინ ჩაერთო როჩესტერის უნივერსიტეტის (აშშ) მედიცინის დოქტორი, ფილოსოფიის დოქტორი გუვენ იალჩინტასი (Guven Yalcintas).
სტუ-ის რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი თამარ ლომინაძე პანელური დისკუსიის მონაწილეებს მიესალმა და ნაყოფიერი თანამშრომლობა უსურვა. როგორც მან აღნიშნა, პანელის დანიშნულება უნივერსიტეტის კვლევებისა და მათი კომერციალიზების დროს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მნიშვნელობის გაანალიზება და საუკეთესო პრაქტიკის გამოვლენაა.

„უნივერსიტეტების ინტელექტუალური საკუთრების მართვა და ამ ფორმატში პანელური შეხვედრა – მეცნიერება, კვლევა და ინოვაცია, არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება უფლებების დაცვას. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები წამყვანი მიმართულებებით პროგრესულ, ინოვაციურ კვლევებში არიან ჩართულნი. ჩვენი სამეცნიერო-აკადემიური პერსონალი აქტიურად თანამშრომლობს ისეთ უდიდეს საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებთან და ცენტრებთან, როგორიცაა: შვეიცარიაში CERN-ი, იაპონიაში KEK-ი და J-Parc-ი, აშშ-ში FERMILAB-ი, ვთანამშრომლობთ უილიხის ცენტრთან და ორგანიზაცია DAAD-თან. მჭიდრო კონტაქტები გვაქვს გერმანიის, იტალიის, საფრანგეთისა და ევროპის სხვა წამყვან უნივერსიტეტთან.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია მრავალმხრივი საერთაშორისო სამეცნიერო კოლაბორაცია. საუნივერსიტეტო კვლევებს, როგორც ქვეყნების განვითარების მნიშვნელოვან ფაქტორს, დიდი ყურადღება ექცევა. კვლევები წარმოადგენს უნივერსიტეტების და მეცნიერ-მკვლევართა დაფინანსების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს. საკითხი მნიშვნელოვანია როგორც ქართული უნივერსიტეტებისათვის, ისე საერთაშორისო მასშტაბით. წინამდებარე პანელური დისკუსია საშუალებას მოგვცემს საუნივერსიტეტო კვლევების პრობლემის აქტუალობა შეფასდეს საქართველოს სინამდვილეში, ასევე საშუალება გვექნება მოვისმინოთ როჩესტერის უნივერსიტეტის მედიცინის დოქტორს, ფილოსოფიის დოქტორს გუვენ იალჩინტასის მოსაზრება უცხოური საუკეთესო გამოცდილების შესახებ. მადლობას მოვახსენებ დისკუსიის მონაწილეებს და წარმატებებს გისურვებთ“, – განაცხადა თამარ ლომინაძემ.
პანელის მოდერატორის, სტუ-ის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის, პატენტრწმუნებულისა და ადვოკატის თამაზ ურთმელიძის თქმით, საუნივერსიტეტო კვლევის პროცესში უაღრესად აქტუალურია მიღებულ ინტელექტუალური საკუთრებაზე (ინოვაციაზე) უფლებების დაცვა.

„ინტელექტუალური საკუთრების პრობლემა თავს იჩენს ჯერ კიდევ კვლევების დაწყებამდე, რა დროსაც უნდა დადგინდეს უნივერსიტეტსა და მკვლევარს შორის უფლება-მოვალეობები, გაირკვეს დონორის წილი კვლევების დაფინანსებაში და სხვა არსებითი საკითხები. კვლევის პროცესი შესაძლოა გაგრძელდეს რამდენიმე წელი, ხოლო მისი ხარჯები შეიძლება მნიშვნელოვან კაპიტალდაბანდებად გადაიქცეს. დონორი ორგანიზაციები, საუნივერსიტეტო ფონდები, ისევე როგორც კერძო ბიზნესი, რომელიც კაპიტალს აბანდებს ახალ კვლევებში, გარანტირებული უნდა იყოს, რომ მათი ხარჯები გამართლებული იქნება და ვერავინ შეძლებს კვლევის შედეგების მითვისებას. ამ მომენტში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი სამართლებრივი გარანტი“, – აღნიშნა თამაზ ურთმელიძემ.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ინტელექტუალური საკუთრების დაცვა გარანტირებულია წესდებით, სადაც ქვეთავში – “მისია” ვკითხულობთ: “მოქალაქეობრივი ცნობიერების, ეროვნული და საკაცობრიო ღირებულებების მატარებელი კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება, კვლევების, განათლების და ტექნოლოგიების ახალი შესაძლებლობების შეთავაზება, ქვეყანაში ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობის ხელშეწყობა და საერთაშორისო ეკოსისტემაში ინტეგრირებისათვის ინოვაციური საქმიანობის წარმართვა“, ხოლო, უნივერსიტეტის 2022-28წლების სტრატეგიაში აღნიშნულია: „პროფესიული და უმაღლესი განათლების, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სინთეზი, სადაც ხარისხიანი პროფესიული და აკადემიური უმაღლესი განათლება, კვლევა და ინოვაცია გადამწყვეტ როლს ასრულებს. ხოლო, აღნიშნული კომპონენტები უმნიშვნელოვანეს გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის, გლობალური კონკურენტუნარიანობისა და კომერციალიზაციის ხელშეწყობის საქმეში“.
Related
GTU Marks the 95th Anniversary of Academician Irakli Jordania’s Birth and the 48th Anniversary of the Establishment of the Center for the Study of Productive Forces and Natural Resources
“Georgian Technical University’s Irakli Jordania Center was established 48 years ago, and today, September 17, its founder, Academician Irakli Jordania,...
DAAD Scholarship Programmes for the 2027–2028 Academic Year
For the 2027-2028 academic year, the German Academic Exchange Service (DAAD) is announcing scholarship opportunities. The programs include summer courses,...
GTU Rector Congratulates Professor Henry Kuprashvili on His 80th Birthday
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates Professor Henry Kuprashvili...
GTU Students Pay Tribute to the Memory of Ilia Chavchavadze
“Ilia’s path is defined by education, national self-awareness, the rule of law, responsibility, and service to one’s country. For this...
The GTU Rector expresses condolences to the family and colleagues of Professor Irina Badagadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his deep sorrow...
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management Announces an Open Competition
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management of the Georgian Technical University announces an open competition...