საინფორმაციო შეხვედრა Erasmus+ პროგრამების შესახებ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე
23 დეკემბერს, 12:00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე Erasmus+ გაცვლითი პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.
ღონისძიება ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის, PROMENT-ის ფარგლებში, სტუ-ის ტუტორინგისა და მენტორინგის ცენტრის ინიციატივითა და ფაკულტეტის დეკანატის ორგანიზებით გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტში, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი პირველია, სადაც Erasmus+ პროგრამის მონაწილე სტუდენტებისთვის ტუტორმა მიზანმიმართული საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა.
შეხვედრა ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, გიორგი სულაშვილმა გახსნა. მან სტუდენტების საერთაშორისო მობილობის პროცესში ფაკულტეტის მხარდაჭერასა და მსგავსი პროგრამების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შეხვედრის ფარგლებში, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის მაგისტრანტმა, ტუტორმა – ირინკა ერქომაიშვილმა სტუდენტებს Erasmus+ მობილობაში მონაწილეობის საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. მან დეტალურად მიმოიხილა მობილობის ეტაპები და იმ აკადემიურ გამოცდილებაზე ისაუბრა, რომელიც პროგრამის ფარგლებში მიიღო.
შეხვედრამ სტუდენტების მხრიდან დიდი დაინტერესება და მოწონება დაიმსახურა. აუდიტორიის აქტიურმა ჩართულობამ ცხადყო მსგავსი ღონისძიებების საჭიროება, რის გამოც სტუდენტებმა მსგავსი საინფორმაციო შეხვედრების რეგულარულად ჩატარების სურვილი, მომავალშიც გამოთქვეს.
Related
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...
Within the Framework of the “Study and Get a Job” Program, Short-Term Professional Courses at GTU Are Offered With Full Funding
Within the framework of the “Study and Get a Job” program of the Tbilisi City Hall Municipality, you can take...