საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ავტოიმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და საქართველოს ავტოიმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაციის თავმჯდომარე ლაშა დარბაისელმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
უნივერსიტეტსა და ასოციაციას შორის თანამშრომლობის მიზანია სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, მათი თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოცდილებასთან დაკავშირება და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
თანამშრომლობა ითვალისწინებს სტუდენტებისთვის სტაჟირებისა და საწარმოო პრაქტიკის ორგანიზებას, თანამედროვე ავტოინდუსტრიის მოთხოვნებზე მორგებული უნარ-ჩვევების განვითარებას და რეალურ სამუშაო გარემოში ჩართულობას.
მემორანდუმის ფარგლებში ასევე დაგეგმილია საკადრო პოტენციალის გაძლიერება, კვალიფიციური კადრების მომზადება და მათი დასაქმების ხელშეწყობა ასოციაციის წევრ კომპანიებში. მხარეები ერთობლივად იმუშავებენ საგანმანათლებლო და პრაქტიკული პროგრამების განვითარებაზე, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა სპეციალისტების პროფესიულ ჩამოყალიბებას და კონკურენტუნარიანობის ზრდას შრომის ბაზარზე.
სტუ-ის ვიცე-რექტორის განცხადებით, მხარეები დეკლარირებენ ერთობლივ საქმიანობას, რომელიც ორიენტირებულია, რომ მომავალმა ინჟინრებმა და პროფესიონალებმა ავტო და ტექნოლოგიურ სექტორებში ინოვაციური, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლება და პრაქტიკული გამოცდილება შეიძინონ.
როგორც პროფესორი თამარ წერეთელი აღნიშნავს, დასაქმების მხარდაჭერის გარდა, შეთანხმება შესაძლებელს ხდის სტუდენტებმა სტაჟირება რეალურ ბიზნესგარემოში გაიარონ და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მათ კონკურენტუნარიანობას ადგილობრივ თუ საერთაშოროსო ბაზარზე.
„მნიშვნელოვანია სტუდენტების პროფესიული მომზადება ისეთ სტანდარტებთან შესაბამისობაში, რომლებიც პასუხობს თანამედროვე ავტოიმპორტისა და სატრანსპორტო ინდუსტრიის სწრაფად ცვალებად მოთხოვნებს. მიმდინარე თანამშრომლობა საქართველოს ავტოიმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაციასთან არის სტრატეგიული მნიშვნელობის ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს როგორც თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოცდილებასთან შერწყმას, ასევე სტუდენტთა უნარ-ჩვევების განვითარებას, მათი პროფესიული კომპეტენციის გაძლიერებასა და სამუშაო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას. მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებულია სტაჟირების პროგრამების და პრაქტიკული კომპონენტის გააქტიურება, რაც საშუალებას მისცემს სტუდენტებს ქმედითად ჩაერთონ თანამედროვე ტექნოლოგიურ და საინჟინრო პროცესებში, მიიღონ გამოცდილება რეალურ საწარმო გარემოსა და დროში დაეუფლონ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რაც აუცილებელია მათი პროფესიული ზრდისთვის. მსგავსი თანამშრომლობა ხელს უწყობს კვალიფიციური კადრების ჩამოყალიბებას, რომლებიც მომავალში მნიშვნელოვანი როლს შეასრულებენ ქვეყნის სატრანსპორტო, საინჟინრო და ტექნოლოგიურ სექტორებში. ჩვენ ვხედავთ ამ პროცესს როგორც მრავალწახნაგოვან სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც გაძლიერდება ერთობლივი პრაქტიკული პროექტებით, კვლევებით და პროფესიული აქტივობებით“, – აცხადებს თამარ წერეთელი.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივი ძალისხმევით მოაწყობენ ტრენინგებს, სამუშაო შეხვედრებსა და სემინარებს. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს ასოციაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გავრცელებას სტუდენტთა შორის და მხარს დაუჭერს სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიების ჩატარებას საუნივერსიტეტო სივრცეში.
გარდა ამისა, მემორანდუმის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია ბაზარზე არსებული აქტუალური ვაკანსიებისა და კარიერული განვითარების პროგრამების შესახებ, ჰქონდეთ პირდაპირი კომუნიკაცია პოტენციურ დამსაქმებელთან და გაიარონ კონსულტაციები, განივითარონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რაც შრომის ბაზარზე მათ კონკურენტუნარიანობას გაზრდის.
Related
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...
Within the Framework of the “Study and Get a Job” Program, Short-Term Professional Courses at GTU Are Offered With Full Funding
Within the framework of the “Study and Get a Job” program of the Tbilisi City Hall Municipality, you can take...
