საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტს, მეუფე ანანია ჯაფარიძეს 75 წლის იუბილეს ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სტუდენტების სახელით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრს, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტს, სტუ-ის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელს, საპატრიარქოს რეალური ისტორიის დამდგენი მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეს, პროფესორს, მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, მეუფე ანანია ჯაფარიძეს 75 წლის იუბილეს ულოცავს.
როგორც რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აღნიშნავს, თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში არსებული ურთულესი გამოწვევების დაძლევას განსაკუთრებული მიდგომები და მათ შორის, თეოლოგიის ჭრილში სიღრმისეული გააზრება სჭირდება. როგორც რექტორი აღნიშნავს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრს და თეოლოგიურ კვლევებს 23 წელია სათავეში უდგას ფართო ერუდიციით, სიღრმისეული აზროვნებით, ღვთისა და ერის წინაშე უდიდესი დამსახურებით გამორჩეული მღვდელმთავარი, პროფესორი, მიტროპოლიტი მეუფე ანანია ჯაფარიძე, რომლის უშუალო ხელმძღვანელობით, თეოლოგიაში სამეცნიერო კვლევები და ახალგაზრდა პროფესიონალი კადრების აღზრდა წარმატებით ხორციელდება.
„თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში თავმოყრილი ურთულესი გამოწვევების დაძლევა ითხოვს განსაკუთრებულ მიდგომებს, მათ შორის, თეოლოგიის ჭრილში სიღრმისეულ გააზრებას. სწრაფად ცვალებად დროსა და დაჩქარებული ტექნოლოგიური პროგრესის ეპოქაში სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს სულიერება და მარადიული ღირებულებები, რაც პირდაპირ კავშირშია ნებისმიერი ქვეყნისა და ერის იდენტობის დაცვა-შენარჩუნებასთან. სწორედ აქ, უდიდესი როლი ენიჭება მართლმადიდებელ ეკლესიას, თეოლოგიაში სამეცნიერო საქმიანობის გააქტიურებას, ახალგაზრდა პროფესიონალი კადრების აღზრდას და რელიგიის საკითხებისადმი განსაკუთრებული მიდგომების შემუშავებას.
აინშტაინი წერდა: „მეცნიერება, რომელიც რელიგიას არ ეფუძნება, ნდობას არ იმსახურებს“. რწმენა და ცოდნა ჭეშმარიტების ორი ფრთაა, რაც ჩვენმა მომავალმა თაობებმა ძირეულად უნდა შეიმეცნონ. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2001 წლიდან მოქმედებს თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი, სადაც წარმატებით ხორციელდება სამეცნიერო კვლევები. თეოლოგიის საუნივერსიტეტო ცენტრს უკვე 23 წელია სათავეში უდგას ფართო ერუდიციით, სიღრმისეული აზროვნებით, ღვთისა და ერის წინაშე უდიდესი დამსახურებით გამორჩეული, ყველასათვის და განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობისთვის ღრმად პატივსაცემი მღვდელმთავარი, პროფესორი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი, მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა მეუფე ანანია ჯაფარიძე.
სწორედ, მისი უდიდესი ძალისხმევით, მოყვასისადმი უდიდესი სიყვარულით და ღრმა პასუხისმგებლობით, უნივერსიტეტში თეოლოგიური სწავლება და კვლევები სულ უფრო მეტად შეესაბამება ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების და კვლევითი ცენტრების გამოცდილებას. ეთნიკურ-კომფესიური სიჭრელით ოდითგანვე გამორჩეული ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს უნივერსიტეტში, სადაც ასევე მრავლად არიან წარმოდგენილი სხვადასხვა ეთნიკური კუთვნილებისა და კომფესიის ახალგაზრდები, 23 წლის მანძილზე 50 000-ზე მეტი სტუდენტი დაეუფლა თეოლოგიის საფუძვლებს. მეუფე ანანია განსაკუთრებულ გულისხმიერებას იჩენს ყველა ახალგაზრდის მიმართ, განურჩევლად მათი ეროვნებისა და რელიგიური კუთვნილებასა. საგულისხმოა, რომ ცენტრის მუშაობაში სულ უფრო მეტად იკვეთება ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტული მიმართულებები, რაც ქართული სახელმწიფოს გაძლიერებას და დემოკრატიულ პრინციპებთან მის დაახლოებას უწყობს ხელს. მეუფე ანანიას უშუალო ხელმძღვანელობით და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სრული მხარდაჭერით, სწორედ ასეთ მიდგომებს ეთმობა დიდი ყურადღება სწავლებასა და იმ სამეცნიერო კვლევებში, რომლებსაც თეოლოგიის საუნივერსიტეტო ცენტრი ახორციელებს.
თეოლოგიური მეცნიერების განვითარების მხრივ, ასევე, მნიშვნელოვანი მიღწევაა ამ მიმართულების სადოქტორო პროგრამის შექმნა და ახალგაზრდების ჩართვა სამეცნიერო კვლევებში. ცენტრის მკვლევრები და დოქტორანტები მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო კონფერენციებში, საგრანტო პროგრამებში, მუშაობენ მონოგრაფიებისა და სახელმძღვანელოების შექმნაზე. უნივერსიტეტი არის ადგილი, სადაც სტუდენტი უნდა ჩამოყალიბდეს არა მხოლოდ პროფესიონალად, არამედ მაღალი თვითშეგნების მქონე მოქალაქედ და საზოგადოების სრულფასოვან წევრად. ამ საშვილიშვილო საქმეში დიდია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის და პირადად მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის წვლილი.
ჩვენი სამეცნიერო-აკადემიური წრეების, ადმინისტრაციისა და სტუდენტების სახელით, მოწიწებითა და პატივისცემით გამოვხატავთ უდიდეს მადლიერებას მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის, მეუფე ანანიას ღვაწლის მიმართ და მას 75 წლის იუბილეს ვულოცავთ, ვუსურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და ნაყოფიერ სამეცნიერო მოღვაწეობას ქვეყნისა და უნივერსიტეტის საკეთილდღეოდ“, – აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მილოცვაში.
Related
Energy Efficiency Center Donates Thermal Resistance Measuring Device to Georgian Technical University
The Energy Efficiency Center Georgia (EECG) has donated a thermal resistance measuring device to the Faculty Power Engineering of the...
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...