სტუ-ის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად
განცხადებების მიღება იწარმოებს 2024 წლის 16 სექტემბრიდან – 18 სექტემბრის ჩათვლით, 1000-დან 1700 საათამდე, შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 150გ, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი, პასუხისმგებელი პირი ნაილი კაპანაძე, ტელ: 555 48 84 09, 032 295 10 47, 032 265 03 22.
კონკურსი ჩატარდება 2024 წლის 20 სექტემბერს. კონკურსის პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2024 წლის 20 სექტემბერს, სამეცნიერო საბჭოს მიერ თვალსაჩინო ადგილზე, უნივერსიტეტისა და ინსტიტუტის ვებგვერდზე: https://www.ecohydmet.ge/ და https://gtu.ge/
კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები სამეცნიერო საბჭოში მიიღება 2024 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით.
ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო დირექტორის თანამდებობაზე არჩეულ კანდიდატს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს არაუგვიანეს 2024 წლის 27 სექტემბრისა.
უნივერსიტეტის წესდების თანახმად, აკადემიური საბჭო ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით 2/3-ით, ფარული კენჭისყრით, ინდივიდუალურად წყვეტს 65 წლისა და მეტი ასაკის მქონე პირის მიერ ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების საკითხს. აღნიშნული ასაკის მქონე პირმა ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოში დამატებით უნდა წარადგინოს აკადემიური საბჭოს თანხმობა. ამ მიზნით მან განცხადება უნდა შეიტანოს უნივერსიტეტის საქმისწარმოების დეპარტამენტში 2024 წლის 02 სექტემბრიდან 06 სექტემბრის ჩათვლით. პირის დასწრება აკადემიურ საბჭოში მისი საკითხის განხილვისას სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული საკითხი არ განიხილება.
კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაცია (განცხადების ფორმა, გასაუბრების ჩატარების დრო და ადგილი) გამოქვეყნდება ინსტიტუტის ვებგვერდზე: https://www.ecohydmet.ge/
II. საკონკურსო პირობები
კონკურსის ძირითადი პირობები:
ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.
ინსტიტუტის დირექტორი თანამდებობაზე აირჩევა 5 წლის ვადით.
ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობა ერთი და იმავე პირმა ზედიზედ შესაძლებელია დაიკავოს მხოლოდ ორჯერ.
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირადად (ან წარმომადგენლის მეშვეობით) უნდა წარმოადგინოს:
ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება (ფორმა გამოქვეყნდება ინსტიტუტის ვებგვერდზე: https://www.ecohydmet.ge/)
ბ) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);
გ) სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი (საბუთები) დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით;
დ) სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ორგანიზაციის ან მისი სტრუქტურული ერთეულის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
ე) სამოქმედო გეგმა;
ვ) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);
ზ) 2 ფოტოსურათი 3X4;
თ) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა.
შენიშვნა: ცნობების წარმოდგენისგან თავისუფლდება პირი, ვისაც აღნიშნული ცნობები უკვე წარმოდგენილი აქვს უნივერსიტეტის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტში.
III. კონკურსის ჩატარების წესი
კონკურსი ჩატარდება “უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და ,,ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის დებულების“ შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა სამეცნიერო საბჭოში, უნივერსიტეტისა და ინსტიტუტის ვებ-გვერდებზე;
სამეცნიერო საბჭოს მიერ გათვალისწინებული იქნება: კონკურსანტის კვალიფიკაციის და კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათ შორის საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი, პრაქტიკული და სხვა აქტივობები, მიღწევები, კვალიფიკაციები, გამოცდილება და დამსახურება; ასევე (სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით) კონკურსანტთან (კონკურსანტებთან) ჩატარებული ინტერვიუს შედეგები;
კონკურსის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
Related
Public Lecture at GTU – “Registration, Transformation, and Analysis of Single-Phase Short-Circuit Signals”
Associate Professor Malkhaz Kvrivishvili delivered a public lecture titled “Registration, Transformation, and Analysis of Single-Phase Short-Circuit Signals” for students and...
V. Chavchanidze Institute of Cybernetics announces a competition for scientific positions
The Scientific Council of the Vladimer Chavchanidze Institute of Cybernetics of the Georgian Technical University announces an open competition for...
Georgian State Electrosystem invites students and graduates of the Power engineering to an open day
On May 21st, at 12:00, the Georgian State Electrosystem invites students and graduates of the Faculty of Power Engineering to...
Workshop on writing HORIZON EUROPE and ERASMUS+ projects held at GTU
On May 15, a workshop was held at the Georgian Technical University, organized by the Technology and Grant Projects Office,...
“Energy Open Space” – A new project has been launched at the Faculty of Power Engineering
A new educational and scientific project – “Energy Open Space” – has been launched at the Faculty of Power Engineering...
Registration for spring admission professional education programs has begun
Registration for spring admission professional education programs for the 2026 academic year at the Georgian Technical University began on May...