„სამთო საქმისა და გეოლოგიის განვითარება ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა”- სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია სტუ-ში

News

25-26 სექტემბერს, 10:00 საათზე სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის, ცენტრალურ სამეცნიერო ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზში, მე-11 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენცია -„სამთო საქმისა და გეოლოგიის განვითარება ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა” ჩატარდება.  

კონფერენციას საქართველოს მინერალოგიური საზოგადოება, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი ერთობლივად ატარებს. ღონისძიების დასასრულს, კონფერენციის ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცემა.  

კონფერენციის თემატიკა:  

·         სამთო საქმისა და გეოლოგიის აქტუალური პრობლემები;

·         მინერალური რესურსების როლი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში;

·         ბუნებრივი საფრთხეები და გარემოს დაცვა;

·         სამთო ტექნოლოგიები;

·         გეოლოგია;

·         გეოფიზიკა;  

კონფერენციის მხარდამჭერია   “არემჯი” – RMG.  

მისამართი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, კოსტავას ქ. 77, თბილისი;

კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება თეზისების სახით.  

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მინერალოგიური საზოგადოება, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, გრ. წულუკიძის სამთო ინსტიტუტთან და ჰიდროგეოლოგიის და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტთან ერთად, 2015 წლიდან, ყოველწლიურად ატარებს საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას, რომლის დევიზია „სამთო საქმისა და გეოლოგიის განვითარება ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა”.

 


Related

მოგვწერეთ