გარე მობილობა დაიწყო!
სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუ-ში მობილობით გადმოსვლის მსურველმა პირმა, რომელიც სსიპ მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე students.emis.ge გაივლის რეგისტრაციას (2025 წლის 25 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით) და მოიპოვებს სტუ-ში მობილობის წესით გადმოსვლის უფლებას, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს უნივერსიტეტს შიდა რეგისტრაციისთვის საჭირო დუკუმენტაციის წარსადგენად.
2025-2026 სასწავლო წლის პირველი სემესტრიდან სტუ-ის საგანმანათლებლო პროგრამებზე მობილობის წესით ჩარიცხვის უფლების მქონე სტუდენებმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საბუთები უნდა წარადგინონ 2025 წლის 12 სექტემბრიდან 17 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა), 10:00 საათიდან-16:00 საათამდე, მისამართზე: კოსტავას 77, ადმინისტრციული კორპუსი, მე-3 სართული, ოთახი 334 (შემოსასვლელი სტუ-ის მე-4 კორპუსიდან).
მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
1. პირადობის მოწმობის ასლი;
2. სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
3. გამომშვები უსდ-დან სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი) დამოწმებული ბეჭდით;
4. გამომშვები უსდ-დან სტუდენტის შესახებ არსებული ყველა ბრძანების (პირველადი ჩარიცხვის; სტატუსის შეჩერების /აღდგენის /შეწყვეტის) დამოწმებული ასლები;
5. უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
6. ბაკალავრმა – საშუალო განათლების ატესტატის ასლი;
- მაგისტრანტმა – ბაკალავრის დიპლომის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის ასლი;
- დოქტორანტმა – მაგისტრის დიპლომის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის ასლი.
საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებზეც ტარდება გასაუბრება:
- არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე (საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა- „არქიტექტურა“, რუსულენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „არქიტექტურა“, საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „მოდის დიზაინის ტექნოლოგიები“) მობილობის მსურველებმა უნდა გაიარონ გასაუბრება, რომელიც ჩატარდება 2025 წლის 10 სექტემბერს, 11:00 საათზე (მისამართი: თბილისი, კოსტავას N68, სტუ-ის I კორპუსი, მე-4 სართული, ოთახი 402 ა).
- დიზანის საერთაშორისო სკოლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე (ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა ,,დიზაინი”, ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა-„არქიტექტურა“). მობილობის მსურველებმა უნდა გაიარონ გასაუბრება, რომელიც ჩატარდება 2025 წლის 5 სექტემბრიდან-9 სექტემბრის ჩათვლით, 12:00 საათზე (მისამართი: თბილისი, კოსტავას ქუჩა 75, სტუ-ის VIII კორპუსი, მე-2 სართული, ოთახი 4).
სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია მიიღება შესაბამისი პროგრამების დაშვების წინაპირობების გათვალისწინებით (იხ. დანართი 1,2).
ჩათვლილი კრედიტებისა და ამის საფუძველზე განსაზღვრული სასწავლო წლის შესახებ ინფორმაციას, შესაბამისი ფაკულტეტი მობილობის მსურველ პირს აცნობებს არაუგვიანეს 2025 წლის 18 სექტემბრისა.
მობილობის მსურველი ვალდებულია, გაეცნოს დასკვნას და იმავე დღეს წერილობით განაცხადოს თანხმობა ან უარი სტუ-ში მობილობით გადმოსვლის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, არ განიხილოს საკითხი მისი მობილობის წესით ჩარიცხვაზე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ:
- საბუთების მიღება და სტუ-ში გადმოსვლასთან დაკავშირებით თანხმობა/უარის განაცხადის გაკეთება უნდა მოხდეს პირადად განმცხადებლისგან ან მისი ნდობით აღჭურვილი პირისგან, ნოტარიულად დამტკიცებული მინდობილობის საფუძველზე.
- სტუ-ში მობილობით ჩარიცხული სტუდენტი აკადემიურ და ფინანსურ ხელშეკრულებას ფაკულტეტთან აფორმებს ბრძანების გამოცემის შემდგომ. ბრძანება სტუ-ში მობილობით ჩარიცხვის შესახებ გამოიცემა არა უგვიანეს 2025 წლის 1 ოქტომბრისა.
Related
The GTU Rector expresses condolences to the family and colleagues of Professor Irina Badagadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his deep sorrow...
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management Announces an Open Competition
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management of the Georgian Technical University announces an open competition...
Visit of the President of the Asian Academy of Sciences to GTU
Vice-Rector of the Georgian Technical University, Professor Tamar Lominadze met with the President of the Asian Academy of Sciences (AASc,...
Free Italian language courses for GTU students
"Dante's Cabinet" located on the grounds of the Georgian Technical University offers you a unique opportunity to take free Italian...
Memorandum of Cooperation between GTU and the Land Transport Agency has been renewed
Vice-Rector of the Georgian Technical University, Professor Tamar Tsereteli and Director of the LEPL Land Transport Agency Bakur Mikadze signed...
Vocational courses for students
The Georgian Association of Scientific and Educational Computer Networks (GRENA) is launching training courses for first-year students of various universities....