სტუ – ში საერთაშორისო კონფერენცია – „მდგრადი განვითარება არქიტექტურასა და დიზაინში“, ჩატარდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია „მდგრადი განვითარება არქიტექტურასა და დიზაინში“ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, ასევე, სტუ-ის პარტნიორი კიოლნის ტექნიკური უნივერსიტეტის (გერმანია) წარმომადგენლებმა, პროფესორებმა ფაბიან სტორჩმა, არნე კუნსტლერმა და კიოლნის ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა.
საერთაშორისო კონფერენცია სტუ-ის რექტორმა გახსნა. აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ კონფერენციის მონაწილეებს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ კონფერენციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, იმ ფონზე, როცა მსოფლიო თანამეგობრობამ მდგრადი განვითარება 21-ე საუკუნის ძირითად გამოწვევად აღიარა.
„მას შემდეგ რაც მსოფლიო თანამეგობრობამ მდგრადი განვითარება კაცობრიობამ 21-ე საუკუნის ძირითად გამოწვევად აღიარა, განვითარებული ქვეყნები ძალისხმევას არ იშურებენ, რათა მაქსიმალურად მიუახლოვდნენ იმ მიზნებს, რაც 2015 წელს გაეროს მსოფლიო სამიტზე მიღებულმა 21-ე საუკუნის დღის წესრიგმა (Agenda 2030) დასახა. მსოფლიოს 190-ზე მეტი ქვეყნის მთავრობამ (მათ შორის საქართველომ) აიღო ვალდებულებები, რათა ხელი შეუწყოს დედამიწაზე სიღარიბის დაძლევას, უზრუნველყოს საყოველთაო კეთილდღეობა და დაიცვას ჩვენი პლანეტა-დედამიწა. ამ კონტექსტში უნივერსიტეტებს ძალზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი როლი აკისრიათ, რადგან მათ უნდა იტვირთონ ახალგაზრდა თაობების ცოდნის და ცნობიერების ამაღლება მდგრადი განვითარების გარდუვალობასთან დაკავშირებით, რამეთუ ახალგაზრდებმა უნდა შეცვალონ აქამდე არსებული ცხოვრებისეული მიდგომები ადამიანური აქტივობის ყველა სფეროში, რადიკალურად გარდაქმნან ინდუსტრიული სისტემები, ნაკლები რესურსებით შექმნან უფრო მეტი ფასეულობები, გახადონ ქალაქები და დასახლებები ინკლუზიური, უსაფრთხო, გამძლე და მდგრადი (ეს უკანასკნელი Agenda 2023-ის მდგრადი განვითარების N11 მიზანია). ამ მიზნების მიღწევაში ურბანისტების, ქალაქდამგეგმარებლების, არქიტექტორების და დიზაინერების როლი განუზომელია, რადგან სწორედ მათი თვალთახედვით ხდება ჩვენს გარშემო არსებული ფიზიკური გარემოს წარმოსახვა და შემდგომ საინჟინრო პროფესიების წარმომადგენელთა ძალისხმევით ამ იდეების ხორცშესხმა და განხორციელება. დღევანდელი კონფერენციაც მდგრადი განვითარების ამ მიზნების მიღწევას ემსახურება და, დარწმუნებული ვარ თავის მოკრძალებულ, მაგრამ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენ წინაშე არსებული გარემოსდაცვითი ამოცანების წარმატებით დაძლევაში. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მდგრადი განვითარების შესახებ არსებული ცოდნის, გამოცდილების და ამ სფეროში სამეცნიერო პოტენციალის აკუმულირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა გახდეს ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა დავით გურგენიძემ.
საერთაშორისო კონფერენცია „მდგრადი განვითარება არქიტექტურასა და დიზაინში“, დიზაინის საერთაშორისო სკოლის ორგანიზებით და საქართველოს არქიტექტორთა კავშირთან პარტნიორობით, გაიმართა. ორ სექციისაგან შემდგარ კონფერენციაზე ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა 21 ნაშრომი წარადგინეს. მასალები, სტატიების სახით, კონფერენციის კრებულში გამოქვეყნდება.
Related
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...
Within the Framework of the “Study and Get a Job” Program, Short-Term Professional Courses at GTU Are Offered With Full Funding
Within the framework of the “Study and Get a Job” program of the Tbilisi City Hall Municipality, you can take...