საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ლიეტუვის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაცია ეწვია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე (პრეზიდენტი), პროფესორი ლავრენტი გუდავაძე და რექტორის მოადგილე მეცნიერების დაგში, პროფესორი თამარ ლომინაძე ლიეტუვის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციას და ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მის აღმატებულება ანდრიუს კალინდრას შეხვდნენ.
სტუმრებს – ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრს იონას სურვილას, ლიეტუვის რესპუბლიკის ყოფილ ელჩს საქართველოში გიედრიუს პუოჯიუნასს, ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორს დარიუს ვიტკაუსკასს და აღმოსავლეთ ევროპის დეპარტამენტის ხელმძღვანელს უგნე მატულევიჩიენეს, მისასალმებელი სიტყვით მიმართა სტუ-ის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში. როგორც პროფესორმა თამარ ლომინაძემ აღნიშნა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ლიეტუვის რესპუბლიკის წამყვან უნივერსიტეტებთან ხალნგრძლივი და ნაყოფიერი თამნამშრომლობა აკავშირებს, რაც აისახება პროფესორ ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის სამუშაო პროცესსზე. გარდა ამისა, თამარ ლომინაძემ თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა, რომ ლიეტუვის მთავრობის მხარდაჭერით, სტუ-ის მერვე სასწავლო კორპუსის სახურავზე დამონტაჟებულია მზის ელექტროსადგური, რომელიც სამ სხვადასხვა დონეზეა განთავსებული და ექსპლუატაციაში შესვლიდან დღემდე მწვანე ენერგიას ეფექტიანად გამოიმუშავებს, რაც უნივერსიტეტს მნიშვნელოვან დანაზოგს აძლევს და ამასთან ერთად, გარემოში ნახშირორჟანგის გაფრქვევას ამცირებს.
„მზის ელექტროსადგური, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წარმატებით ფუნქციონირებს, ექსპლუატაციაში 2023 წლის 15 თებერვლიდან შევიდა. ზაფხულის სეზონზე, საუნივერსიტეტო მზის ელექტროსადგურის მიერ ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგია არა მხოლოდ მე-8 სასწავლო კორპუსის საჭიროებებს ხმარდება, არამედ ქსელებში გადადინების შედეგად, ნაწილობრივ აკმაყოფილებს უნივერსიტეტის სხვა სასწავლო კორპუსების მოხმარებასაც. მზის ელექტროსადგურმა, რომელიც საუნივერსიტეტო ენერგოქსელში ნეტოაღრიცხვის კვანძით არის ინტეგრირებული, ექსპლუატაციაში შესვლიდან 5 თვის მანძილზე, დაახლოებით, 30 000 ლარის მწვანე ენერგია გამოიმუშავა. ჩვენ სტუმრებთან სწორედ ამ პროექტის გაფართოების შესახებ ვიმსჯელეთ. ასევე, განვიხილეთ სამომავლო თანამშრომლობა, რომელიც დამყარდება არსებულზე და მოიცავს კვლევების მიმართულებას, გაცვლით პროგრამებს. უნივერსიტეტში წარმატებით ფუნქციონირებს პროფესორ ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრი. ქალბატონი მარია სულაბერიძე ღირსეულად აგრძელებს ბატონი ვიდასის ტრადიციებს და ახალი ნოვატორული სწავლების წესებს ამკვიდრებს, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა სტუდენტების დაინტერესება ისწავლონ ლიეტუვური ენა. მადლობა მინდა მოვახსენო ცენტრის ხელმძღვანელს არაერთი საინტერესო ინიციატივისათვის“, – განაცხადა თამარ ლომინაძემ.
ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრმა იონას სურვილამ აღნიშნა, რომ „ქვეყანას პოლიტიკოსები კი არა, მეცნიერები და უნივერსიტეტები ავითარებენ“. იონას სურვილამ მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, ასევე, ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრს მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის. როგორც ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრმა აღნიშნა: „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის თანადგომას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნების მეგობრობაში. შეხვედრა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც ხელს შეუწყობს ურთიერთგაგებასა და ურთიერთთანამშრომლობას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტისა და ლიეტუვის უნივერსიტეტების სტუდენტებს, ასევე მეცნიერებს შორის“.
ლიეტუვის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციამ და ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, მისმა აღმატებულება ანდრიუს კალინდრამ ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრი და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა დაათვალიერეს.
Related
“Energy Open Space” – A new project has been launched at the Faculty of Power Engineering
A new educational and scientific project – “Energy Open Space” – has been launched at the Faculty of Power Engineering...
Registration for spring admission professional education programs has begun
Registration for spring admission professional education programs for the 2026 academic year at the Georgian Technical University began on May...
GTU Rector – Let us ask the Virgin Mary to give us strength, so that our choice in the future will become a source of goodness, peace, and development for Georgia
The Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates his colleagues and students on the Day of the...
GTU Rector – May God bless Your Holiness, the Georgian Church, and all of Georgia
On behalf of the university community, Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates the Georgian Orthodox Church,...
Guram Makharadze – 85
The Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, on behalf of the university community, congratulates Professor Guram Makharadze...
The Rector of the Georgian Technical University expresses condolences on the death of young teacher and researcher Levan Dundua
The Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, on behalf of the university community, expresses his sorrow on...