სტუ-ის ინსტიტუტი „ტექინფორმი“ FAO-ს ASTI-ის მასშტაბურ საპილოტე პროექტში ჩაერთო
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტმა (ტექინფორმი), მონაწილეობა მიიღო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინდიკატორების ქსელის (ASTI) სამუშაო შეხვედრაში.
ღონისძიება FAO-ს სათაო ოფისში, რომში (იტალია) გაიმართა და მასში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტთან ერთად მონაწილეობდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.
ინსტიტუტ „ტექინფორმის“ დირექტორის მოადგილის, მარიამ რაზმაძის თქმით, ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა ორდღიანი ვორქშოპი, რომელსაც ესწრებოდნენ FAO-ს სტატისტიკის სამმართველოს (ESS), ინოვაციების ოფისის (OIN), კვლევითი ცენტრის NARI-სა და სტატისტიკის ოფისის (NSO) ექვსი ქვეყნის თორმეტამდე მონაწილე. ასევე, ღონისძიების მონაწილე ქვეყნებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ჩამოყალიბდა ჯგუფი, რომელსაც „ტექინფორმი“ უხელმძღვანელებს.
„ორდღიანი ინტენსიური ვორქშოპი საკმაოდ ნაყოფიერად ჩატარდა. განვიხილეთ სოფლის მეურნეობაში ინდიკატორების გამოვლენის მეთოდოლოგია და ინსტიტუციონალიზაციის გზები, რომელიც ASTI – ის მიერაა შემუშავებული. ასევე, ექვსი ქვეყნის წარმომადგენლებმა მივიღეთ ინფორმაცია, ეროვნულ დონეებზე სტატისტიკური და სამეცნიერო მონაცემების დათვლისა და დამუშავების მოდელების შესახებ და გამოიკვეთა საუკეთესო მაგალითები. საპილოტე პროექტის შესასრულებლად, შეხვედრის მონაწილე ქვეყნებში განსახორციელებლად დავსახეთ ერთობლივი ამოცანები. ამ საპილოტე პროექტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და „ ტექინფორმის“ ჩართულობა ძალზე მნიშვნელოვანი და დროულია. ინსტიტუტი, როგორც ქვეყნის სამეცნიერო პროდუქტიულობის შეფასების სამსახური, ეროვნულ დონეზე უხელმძღვანელებს დაგეგმილი სამუშაოების შესრულებას და ანალიტიკური მონაცემების დამუშავებას“, – აცხადებს მარიამ რაზმაძე.

Related
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...
Within the Framework of the “Study and Get a Job” Program, Short-Term Professional Courses at GTU Are Offered With Full Funding
Within the framework of the “Study and Get a Job” program of the Tbilisi City Hall Municipality, you can take...