სტუ-ში, ინკლუზიური პროფესიული განათლების მუდმივი გაუმჯობესების ფორმატში, ტრენინგი ჩატარდა
„აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების თვეა. უნივერსიტეტში მთელი თვის განმავლობაში ინკლუზიური განათლების მხარდაჭერის მიმართულებით სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა. დღეს, შემაჯამებელი შეხვედრა – ინკლუზიური პროფესიული განათლების მუდმივი გაუმჯობესების ფორმატში, ტრენინგი ტარდება, სადაც განიხილება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საგანმანათლებლო პროცესში ჩართულობისა და მხარდაჭერის ხელშეწყობის მნიშვნელობა. 2023-2024 სასწავლო წელს უნივერსიტეტის პროფესიულ პროგრამებზე ირიცხება ხუთი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) სტუდენტი. ისინი სწავლობენ სამკერვალო საქმეს, ფეხსაცმლისა და ტყავის ნაკეთობათა წარმოებას, ავტომობილის ძრავის შეკეთებას, საბაჟო საქმესა და გრაფიკულ დიზაინს. “აუტიზმი საუბრობს, დროა მოვუსმინოთ”, “თუ მე ვერ ვლაპარაკობ, არ ნიშნავს, რომ არ მესმის”, „შეხედე აუტიზმს გულით, თვალებს შეიძლება რამე გამორჩეს“, – ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს კაცობრიობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია და ჩვენ ვალდებულები ვართ, მაქსიმალური გავაკეთოთ, რათა ღვთის შვილებმა შეძლონ და გაარღვიონ ის წრე, რომელიც ერთი შეხედვით ჩაკეტილი ჩანს. მსოფლიო იცნობს არა ერთ აუტისტს, რომელთაც აღიარება მოიპოვეს. მათ გაგვიხსნეს თავიანთი ჩაკეტილი სამყარო და ჩვენ დავინახეთ გული, დავინახეთ სული და დავინახეთ უფალი”, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ განაცხადა.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ტრენინგ-შეხვედრა გაიმართა. სტუ-ის ინკლუზიური განათლების სპეციალისტის თამარ კობერიძის თქმით, ღონისძიებაზე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებმა, რომლებიც ჩართულნი არიან ინკლუზიური განათლების ხარისხიანად წარმართვის პროცესში, ისაუბრეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა სოციალური მხარდაჭერაზე, არსებულ გამოცდილებაზე, მიღწევებსა თუ გამოწვევებზე.
“სასწავლო პროცესში, სტუდენტის ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე, ხდება დაკვირვება და საჭიროებათა გამორკვევა,სტუდენტთა ძლიერი თუ სუსტი მხარეების განსაზღვრა. სტუდენტს შესაძლოა დასჭირდეს ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, დამატებითი სპეციალისტის მხარდაჭერა, მაგალითად, ხმოვანი პროგრამების სპეციალისტი, ჟესტური ენის სპეციალისტი, პერსონალური ასისტენტი და სხვა. ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი გუნდი იძიებს სასწავლებლის მიღმა სხვადასხვა რესურსს, ვთანამშრომლობთ დამსაქმებელ ორგანიზაციებთან, სტუდენტთა კარიერული წინსვლის ხელშეწყობისთვის. ვთანამშრომლობთ მშობლებთან. სტუდენტებს მხარს ვუჭერთ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარების განვითარებაში. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, ადმინისტრაციას, ორგანიზაციებს, რომელთა მხარდაჭერით ჩვენი სტუდენტები დასაქმებულები არიან”, – განაცხადა თამარ კობერიძემ.
Related
GTU Marks the 95th Anniversary of Academician Irakli Jordania’s Birth and the 48th Anniversary of the Establishment of the Center for the Study of Productive Forces and Natural Resources
“Georgian Technical University’s Irakli Jordania Center was established 48 years ago, and today, September 17, its founder, Academician Irakli Jordania,...
DAAD Scholarship Programmes for the 2027–2028 Academic Year
For the 2027-2028 academic year, the German Academic Exchange Service (DAAD) is announcing scholarship opportunities. The programs include summer courses,...
GTU Rector Congratulates Professor Henry Kuprashvili on His 80th Birthday
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates Professor Henry Kuprashvili...
GTU Students Pay Tribute to the Memory of Ilia Chavchavadze
“Ilia’s path is defined by education, national self-awareness, the rule of law, responsibility, and service to one’s country. For this...
The GTU Rector expresses condolences to the family and colleagues of Professor Irina Badagadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his deep sorrow...
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management Announces an Open Competition
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management of the Georgian Technical University announces an open competition...