სტუ-ის მკვლევრები და სტუდენტები მეცნიერების ფესტივალში მონაწილეობენ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 13 ფაკულტეტის და 15 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მკვლევრები და სტუდენტები აქტიურად ჩაერთნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ მეცნიერების ფესტივალში, რომელიც საქართველოს ყველა დიდ ქალაქში – ზუგდიდში, ახალციხეში, ბათუმში, გორში, ქუთაისსა და თელავში, იმართება.
საქართველოს ტექნიკურიმა უნივერსიტეტმა ფესტივალზე წარადგინა მრავალფეროვანი სამეცნიერო მიღწევები, ინოვაციური პროექტები და სტუდენტთა ნაშრომები, რომლებიც უკავშირდება საინჟინრო, ტექნოლოგიურ და საბუნებისმეტყველო დარგებს.

სტუ-ის ვიცე-რექტორის, პროფესორ თამარ ლომინაძის თქმით, ფესტივალის სტუმრებს შორის ექსპოზიციებმა ფართო ინტერესი გამოიწვია, რაც კიდევ ერთხელ ხაზსგსასამელია უნივერსიტეტის მნიშვნელოვანი როლი ქვეყნის მეცნიერულ განვითარებასა და ინოვაციების ხელშეწყობაში.
„მეცნიერების ფესტივალი განსაკუთრებულ შესაძლებლობას ქმნის როგორც აკადემიური სივრცისთვის, ასევე, ახალგაზრდებისათვის, რომლებსაც სურთ საკუთარი პოტენციალის რეალიზება და ქვეყნის სამეცნიერო განვითარებაში შეტანილი წვლილის გაცნობიერება. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სტუდენტები და ახალგაზრდა მკვლევრები აქტიურად მონაწილეობენ მსგავს ღონისძიებებში, ეს მათთვის არა მხოლოდ ცოდნის გაზიარების, არამედ კვლევით საქმიანობაში ინტეგრაციის მნიშვნელოვანი პლატფორმაა. უნივერსიტეტი მუდმივად ცდილობს ხელი შეუწყოს სამეცნიერო კვლევების განვითარებას, ინოვაციური პროექტების ინიცირებას და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას. ჩვენს, 13 ფაკულტეტსა და 15 სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მიმდინარე მრავალმხრივი კვლევითი საქმიანობა აშკარად ადასტურებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მნიშვნელოვან როლს როგორც ქვეყნის საინჟინრო და ტექნოლოგიური პროგრესის, ასევე, გლობალური სამეცნიერო დისკურსის კონტექსტში. ვფიქრობ, სტუდენტთა ჩართულობა მეცნიერების პოპულარიზაციაში არის არა მხოლოდ სასურველი, არამედ აუცილებელი, რადგან სწორედ ისინი წარმოადგენენ მომავალ თაობას, რომელიც განაგრძობს მეცნიერების წინსვლას და საქართველოს ინტელექტუალურ პოტენციალს საერთაშორისო მასშტაბით წარმოჩენას“, – აცხადებს თამარ ლომინაძე.

ინფორმაციისთვის: მეცნიერების პოპულარიზაციის, ახალგაზრდების წახალისების, კერძო საჯარო პარტნიორობის ხელშეწყობისა და ინოვაციური იდეების გაძლიერების მიზნით, ქვეყნის მასშტაბით მეცნიერების ფესტივალი მიმდინარეობს. ფესტივალი საქართვლოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება და ყველა დიდ ქალაქს მოიცავს.
მეცნიერების ფესტივალი, რომელიც 17 სექტემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა, 10 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასრულდება.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცები, ღია ლექციები და საჯარო დისკუსიები. ამასთანავე, ახალგაზრდებისთვის მოეწყობა ინტერაქტიული გამოფენები და ექსპერიმენტები, სტარტაპებისა და ინოვატორების პრეზენტაციები.
Related
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...
Within the Framework of the “Study and Get a Job” Program, Short-Term Professional Courses at GTU Are Offered With Full Funding
Within the framework of the “Study and Get a Job” program of the Tbilisi City Hall Municipality, you can take...