სტუ-ის მეცნიერთა ჯგუფი მდინარე რიონზე კვლევას ატარებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდროგეოლოგიის და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფი საგრანტო პროექტის – ,,მათემატიკურ-კარტოგრაფიული მოდელირების გამოყენება მდინარეების ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასებისა და ანალიზისთვის (მდ. რიონის მაგალითზე)” ფარგლებში, კვლევას ატარებენ.
საგრანტო პროექტს ახორციელებენ, ჰიდროგეოლოგიის და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტის გეოეკოლოგიური მონიტორინგის განყოფილების უფროსი, პროექტის ხელმძღვანელი დიმიტრი აბზიანიძე, მეცნიერ-თანამშრომლები: ნინო კეზევაძე, თინათინ ძაძამია, ვერა აბზიანიძე , ქიმიკოსი ლაშა ხვიჩია და ლაბორანტი გვანცა ზადიშვილი.
დიმიტრი აბზიანიძის თქმით, პროექტის მიზანია მდინარე რიონის ეკოლოგიური მდგომარეობის ღრმა შესწავლა, არსებული გარემო ფაქტორებისა და ეკოსისტემის მდგრადობის შეფასება.

„მათემატიკურ-კარტოგრაფიული მოდელირების მეთოდოლოგიის გამოყენებით შესაძლებელი გახდება მდინარის ჰიდროლოგიური და ეკოლოგიური პარამეტრების ანალიზი, რაც ხელს შეუწყობს გარემოს დაცვისა და მდგრადი მართვისთვის საჭირო რეკომენდაციების შემუშავებას. კვლევის ფარგლებში განვახორციელებთ ჰიდროგეოლოგიურ დაკვირვებებს, სივრცით მონაცემთა ანალიზს და შევიმუშავებთ გარემოზე ზემოქმედების თანამედროვე შეფასების მეთოდებს. შედეგები მნიშვნელოვანი იქნება როგორც სამეცნიერო წრეებისთვის, ასევე სახელმწიფო უწყებებისთვის და ადგილობრივი თემებისთვის, მდინარე რიონის რესურსების დაცვასა და რაციონალურ გამოყენებაში. ეკოლოგიური მდგომარეობის სისტემატური მონიტორინგი საკმაოდ შრომატევადი საქმეა და მოითხოვს როგორც დიდ მატერიალურ ხარჯებს, აგრეთვე დიდ ადამიანურ რესურსებს. ეკოგეოლოგიური სისტემის ანალიზისთვის მათემატიკურ-კარტოგრაფიული მოდელირების გამოყენება საშუალებას მოგვცემს ავიცილოთ შრომატევადი და ძვირადღირებული სამუშაოების ნაწილის ჩატარება. ანალიზის საფუძველზე შეიქმნება დღეისთვის ძალიან აქტუალური- ეკოლოგიური მდგომარეობის და პროცესების მათემატიკური იმიტაცია. რაც მთავარია, მოდელის აგება ბაზირდება მინიმალურად შესაძლებელ მონაცემებზე (რაც დღეისთვის ძალიან აქტუალურია). ამის მაგალითია ჩვენი მიმდინარე კვლევები, ანუ როგორ შეიძლება მინიმალური ხარჯებით და მცირე რაოდენობის მკლევარების მიერ შრომატევადი სამუშაობის წარმოება”, – აცხადებს პროექტის ხელმძღვანელი.
სტუ-ის მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიხეილ ჯანიკაშვილის თქმით, ჰიდროგეოლოგიის და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფი კვლევისას გამოიყენებს მათემატიკური მოდელირების ანალიზურ და ემპირიულ მეთოდებს, რომლებიც საშუალებას იძლევა მათემაატიკურად აღიწეროს ობიექტი მისი პარამეტრების ფართო დიაპაზონით ცვლილეებისას.

„წყალი არის არსებობის აუცილებელი და ყველაზე მთავარი წყარო, მის გარეშე შეუძლებელია სიცოცხლე და მით ემეტეს, ეკონომიკის განვითარება. საქართველო წყლის რესურსებით მდიდარ ქვეყანას წარმოადგენს. არსებული მდინარეების ეკოლოგიური მდგომარეობის შემოწმება და მისი ეკოლოგიური მდგრადობის დაცვა დღეისათვის განსაკუთრებულ მნიშნელოვან ამოცანას წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, იმისათვის, რომ წვლილი შევიტანოთ ეკოლოგიური კრიზისის დაძლევაში, ჩვენმა მეცნიერებმა შეარჩიეს საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი მდინარის რიონის ეკოლოგიური მდგომარეობის შესწავლა. რიონის მიმართ მეცნიერთა ინტერესი გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ მდინარე ინტენსიური ანთროპოგენური ზემოქმედების ობიექტია, ვინაიდან მის აუზში მრავლად არის მჭიდროდ დასახლებული ქალაქები და სოფლები, სადაც განლაგებულია მრავალი სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო და საყოფაცხოვრებო ობიექტი. რიონის ერთ-ერთი მარჯვენა შენაკადია მდინარე ლუხუნი, სადაც განლაგებული იყო დარიშხანის საბადო, მარცხენა შენაკადის მდინარე ყვირილას ეკოლოგიური პრობლემები მანგანუმის მადნის საბადოს ექსპლუატაციის დაწყების დღიდან დღემდე ყოველთვის იყო და რჩება განხილვის საგანად. ჭიათურაში მანგანუმის მოპოვებისა და გამამდიდრებელი საწარმოს ზემოქმედების ქვეშ მყოფი მდინარე და აქედან გამომდინარე მოსახლეობა საკმაოდ რთული ეკოლოგიური მდგომარეობის წინაშე დგას, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოს.
აღსანიშნავია, რომ 2020-2022 წლებში გეოეკოლოგიური მონიტორინგის ჯგუფი აწარმოებდა მდინარეების ლუხუნისა და ყვირილას ეკოლოგიური მდგომარეობის შესწავლას და ნაწილობრივ დაწყებული იყო რიონის შესწავლა (აღებული იყო ნიმუშები და გამოკლეული იყო მდ. რიონის მდგომარეობა აღნიშნული შენაკადების შეერთების წერტილებში). კვლევების სხვა შედეგებთან ერთად მეცნიერებს ექნებათ პასუხი, თუ როგორ ზეგავლენას ახდენს შენაკადები რიონის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, მდინარე რიონის მაგალითზე განხორციელებული კვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან იგი აერთიანებს თანამედროვე მათემატიკურ და კარტოგრაფიულ მიდგომებს გარემოსდაცვითი საკითხების ანალიზში. ასეთი ინტერდისციპლინარული მიდგომა საშუალებას იძლევა მივიღოთ უფრო ზუსტი და კომპლექსური ინფორმაცია მდინარის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. ეს კვლევა არა მხოლოდ სამეცნიერო თვალსაზრისითაა ღირებული, არამედ პრაქტიკულ მნიშვნელობასაც ატარებს – მიღებული შედეგები ხელს შეუწყობს მდინარის რესურსების მდგრად მართვას, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დაცვას და ეკოსისტემის გრძელვადიან შენარჩუნებას. მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ინიციატივები ქმნის საფუძველს გარემოს დაცვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვისთვის საქართველოში”, – აცხადებს მიხეილ ჯანიკაშვილი.
Related
GTU Marks the 95th Anniversary of Academician Irakli Jordania’s Birth and the 48th Anniversary of the Establishment of the Center for the Study of Productive Forces and Natural Resources
“Georgian Technical University’s Irakli Jordania Center was established 48 years ago, and today, September 17, its founder, Academician Irakli Jordania,...
DAAD Scholarship Programmes for the 2027–2028 Academic Year
For the 2027-2028 academic year, the German Academic Exchange Service (DAAD) is announcing scholarship opportunities. The programs include summer courses,...
GTU Rector Congratulates Professor Henry Kuprashvili on His 80th Birthday
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates Professor Henry Kuprashvili...
GTU Students Pay Tribute to the Memory of Ilia Chavchavadze
“Ilia’s path is defined by education, national self-awareness, the rule of law, responsibility, and service to one’s country. For this...
The GTU Rector expresses condolences to the family and colleagues of Professor Irina Badagadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his deep sorrow...
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management Announces an Open Competition
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management of the Georgian Technical University announces an open competition...