სტუ-ის მონაწილეობით ევროკავშირის პროექტის ფარგლებში დუალური განათლების პროგრამის სამუშაო ვერსია მომზადდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მონაწილეობით ევროკავშირის პროექტის ფარგლებში დუალური განათლების პროგრამის სამუშაო ვერსია მომზადდა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი, სატყეო საქმის საბაკალავრო-საგანმანათლებლო პროგრამით, ოთხწლიან საერთაშორისო პროექტში – DUGEOR, 2023 წლის იანვრიდან მონაწილეობს.
DUGEOR-ის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლობითა და აქტიური ჩართულობით, ყველა დაინტერესებული მხარის განსხვავებული საჭიროებებისა და ინტერესების მხარდასაჭერად, მოხდა საჭიროებების და სპეციფიკური მოთხოვნების იდენტიფიცირება და შემუშავდა ორმაგი უმაღლესი განათლების ზოგადი მოდელი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში დუალური განათლების დანერგვასა და ევროპული განათლების განვითარებას.
პროგრამა DUGEOR-ის კონსორციუმი 16 წევრისგან შედგება: მათ შორის, 4 უცხოური (სერბეთი, ავსტრია, გერმანია), 5 ქართული უნივერსიტეტი და 5 პარტნიორი ორგანიზაცია – ვენგო ჯგუფი (VENGO), Wilhelmsen Port Services Georgia, WPSG, INTERLOGGEORGIA INTLOG, ღვინის კომპანია „SHUMI“; კონსორციუმის წევრები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და ეროვნული სატყეო სააგენტო.
DUGEOR-ი, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ ERASMUS+ Capacity Building პროგრამის ფარგლებში, 2023 წლის 1 იანვარს დაიწყო და 2026 წლის 31 დეკემბერს დასრულდება. დეტალები იხილეთ ბმულზე.

Related
Energy Efficiency Center Donates Thermal Resistance Measuring Device to Georgian Technical University
The Energy Efficiency Center Georgia (EECG) has donated a thermal resistance measuring device to the Faculty Power Engineering of the...
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...