„VRscan3 D – ინტერაქტიური სიმულატორი ხმელეთის ლაზერული სკანირებისთვის“ – პროფესორ დარიუს პოპოვასის საჯარო ლექცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტად მყოფმა, ვილნიუსის გედიმინასის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა დარიუს პოპოვასმა, სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის საინჟინრო-გეოდეზიის და გეოინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის საჯარო ლექცია გამართა.
საჯარო ლექცია – „ VRscan3 D – ინტერაქტიური სიმულატორი ხმელეთის ლაზერული სკანირებისთვის“, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ გახსნა. როგორც პროფესორმა ნინა მაისურაძემ განაცხადა, დარიუს პოპოვასი სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ყოველწლიურად ატარებს საჯარო ლექციას.

„პროფესორ დარიუს პოპოვასის საჯარო ლექცია-სემინარი მრავალმხრივ საინტერესო და აქტუალურია ნებისმიერი ქვეყნის იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც მომავალ პროფესიად საინჟინრო-გეოდეზიას და გეოინფორმატიკას მოიაზრებენ. დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო პრაქტიკისა და უახლესი სამეცნიერო მიდგომების შესახებ საჯარო ლექცია-სემინარზე წარმოდგენილი მასალა, მომავალ სპეციალისტებს საინჟინრო დარგების ურთიერთ-ადაპტაციის პროცესის გააზრებაში კარგ მეგზურობას გაუწევს“, – განაცხადა ნინო მაისურაძემ.
ლიეტუველმა სტუმარმა, ვიზიტის ფარგლებში, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სასწავლო-ლაბორატორიები და მუზეუმები დაათვალიერა.
Related
GTU Rector Expresses Condolences on the Passing of Paata Natsvlishvili
David Gurgenidze, Rector of Georgian Technical University and Academician, on behalf of the university community, expresses deep sorrow over the...
GTU Marks the 95th Anniversary of Academician Irakli Jordania’s Birth and the 48th Anniversary of the Establishment of the Center for the Study of Productive Forces and Natural Resources
“Georgian Technical University’s Irakli Jordania Center was established 48 years ago, and today, September 17, its founder, Academician Irakli Jordania,...
DAAD Scholarship Programmes for the 2027–2028 Academic Year
For the 2027-2028 academic year, the German Academic Exchange Service (DAAD) is announcing scholarship opportunities. The programs include summer courses,...
GTU Rector Congratulates Professor Henry Kuprashvili on His 80th Birthday
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates Professor Henry Kuprashvili...
GTU Students Pay Tribute to the Memory of Ilia Chavchavadze
“Ilia’s path is defined by education, national self-awareness, the rule of law, responsibility, and service to one’s country. For this...
The GTU Rector expresses condolences to the family and colleagues of Professor Irina Badagadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his deep sorrow...