სტუ-ის პედაგოგის მიერ შემუშავებული დიზაინი Red Dot Design Award-ის გამარჯვებულია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის მაგისტრატურის კურსდამთავრებული და ამავე ფაკულტეტის პედაგოგი ლუკა ჯანჯღავა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და გავლენიანი საერთაშორისო კონკურსის, Red Dot Design Award-ის გამარჯვებული გახდა.
Red Dot Design Award-ის 2024 წლის კონკურსი დისტანციურ რეჟიმში გაიმართა და საერთაშორისო ექსპერტთა ჟიურიმ პროდუქტის დიზაინის კატეგორიაში გამარჯვება Meama Versatile-ს მიანიჭა, რომლის დიზაინზეც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პედაგოგმა, ლუკა ჯანჯღავამ იმუშავა.
სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის დეკანის, ნიკოლოზ შავიშვილის თქმით, Red Dot Design Award-ის კონკურსზე გამარჯვება განსაკუთრებული წარმატებაა როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფაკულტეტისთვის, ასევე, ზოგადად, ქართული დიზაინის სკოლისთვის.
„კომერციულ სფეროში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ეფექტიანობა, არამედ ემოციაც. საკონკურსო ნამუშევრებში განსაკუთრებით გამაოცა მკაფიოდ გამოხატულმა კრეატიულობამ. ის ფაქტი, რომ კიდევ არსებობს დიზაინი, რომელიც გაოცებს საკუთარი ორიგინალური ფორმითა და ფუნქციურობით, ნამდვილად შთამბეჭდავია. Red Dot Design-ის ჯილდო ორ ქართველ დიზაინერს აქვს მოგებული: ერეკლე ინაშვილს – „თიბისი ბანკის“ ბარათების დიზაინში და ზვიად ციკოლიას – საათის დიზაინსა და შეფუთვაში. ლუკა ჯანჯღავა კი პირველი ქართველია, რომელმაც გამარჯვება პროდუქტის დიზაინის კატეგორიაში, სამზარეულოსა და ელექტროტექნიკის მიმართულებით მოიპოვა. ეს არა მხოლოდ ჩვენი უნივერსიტეტისა და დიზაინის ფაკულტეტის, არამედ მთლიანად ქართული დიზაინის სკოლის მორიგი გამარჯვებაა. ვულოცავ ლუკას და წარმატებებს ვუსურვებ“, — აცხადებს ნიკა შავიშვილი.
Red Dot Design-ის ჯილდო ცნობილია როგორც ერთგვარი „ოსკარი“ სამრეწველო დიზაინის ინდუსტრიაში. გამარჯვებულების გამოვლენა სამი მიმართულებით ხდება: პროდუქტის დიზაინი, რაც გულისხმობს უკვე განხორციელებულ პროექტს, ბრენდები და საკომუნიკაციო დიზაინი და დიზაინის კონცეფცია.
Related
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...
Within the Framework of the “Study and Get a Job” Program, Short-Term Professional Courses at GTU Are Offered With Full Funding
Within the framework of the “Study and Get a Job” program of the Tbilisi City Hall Municipality, you can take...