მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე 88-ე სტუდენტური საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა
მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე, 14 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 88-ე სტუდენტური საერთაშორისო კონფერენციის „მთის მდგრადი განვითარების გლობალური გამოწვევის“ სექციამ იმუშავა.
სექციაზე ფაკულტეტის ოთხივე პროგრამის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა 12 მოხსენება წარმოადგინეს. თოთოეული მოხსენება ეხებოდა 2024 წლისთვის მთის საერთაშორისო დღის თემატიკას: „მთის გადაწყვეტილებები მდგრადი მომავლისთვის — ინოვაცია, ადაპტაცია, ახალგაზრდობა“, რომელიც მთის პარტნიორობის, Mountain Partnership-ის მიერაა დაანონსებული.
აღნიშნული კონფერენცია 2024 წლისთვის მთის საერთაშორისო დღის თემატიკისადმი მიძღვნილი რიგით მეორე აქტივობაა.
კონფერენციის სექციური მუშაობისას სტუდენტებმა მიმოიხილეს მთიან ტერიტორიებზე მდგრადი განვითარების პრობლემატიკა, ორგანული წარმოების შესაძლებლობები, მწვანე სასტუმროები, ბუნებრივი საფრთხეები, მთის მდიდარი ეთნო და გასტრონომიული კულტურა და სხვა.
აღსანიშნავია, რომ მომხსენებელთა ნაწილი მთიან ტერიტორიაზე მოქმედი სტუდენტი-მეწარმეა, ხოლო მეორე ნაწილი ორგანული მეწარმეობის წამოწყებას ახლა გეგმავს.
სტუდენტთა მიერ წარმოდგენილმა მოხსენებებმა დამსწრე საზოგადოებისა და ჟიურის წევრებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია.
ჟიურის წევრებმა მომხსენებლები დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შეაფასეს, რომლებიც კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს გადაეგზავნა. საორგანიზაციო კომიტეტი სექციის მუშაობის შედეგებს შეაჯამებს და კონფერენციის დასკვნით ღოსისძიებაზე, 14 ივნისს, I-II-III ადგილზე გასულ სტუდენტებს დაასახელებს.
Related
The GTU Rector expresses condolences to the family and colleagues of Professor Irina Badagadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his deep sorrow...
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management Announces an Open Competition
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management of the Georgian Technical University announces an open competition...
Visit of the President of the Asian Academy of Sciences to GTU
Vice-Rector of the Georgian Technical University, Professor Tamar Lominadze met with the President of the Asian Academy of Sciences (AASc,...
Free Italian language courses for GTU students
"Dante's Cabinet" located on the grounds of the Georgian Technical University offers you a unique opportunity to take free Italian...
Memorandum of Cooperation between GTU and the Land Transport Agency has been renewed
Vice-Rector of the Georgian Technical University, Professor Tamar Tsereteli and Director of the LEPL Land Transport Agency Bakur Mikadze signed...
Vocational courses for students
The Georgian Association of Scientific and Educational Computer Networks (GRENA) is launching training courses for first-year students of various universities....