სტუ-ის რექტორი აკადემიკოსი დავით გურგენიძე რევაზ გრიგოლიას გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით მწუხარებას გამოთქვამს მეცნიერის, მათემატიკოსის, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის, თსუ-ის ასოცირებული პროფესორის და სტუ-ის კიბერნეტიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის რევაზ გრიგოლიას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს, კიბერნეტიკის ინსტიტუტს, გარდაცვლილის მეგობრებსა და აღზრდილებს.
როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილშია აღნიშნული, რევაზ გრიგოლია იყო ალგებრული ლოგიკის გამოჩენილი სპეციალისტი. მან გადაჭრა n-ნიშნა ლუკასევიჩის ლოგიკების და მათი შესაბამისი ალგებრული მოდელების, MVn ალგებრების აქსიომატიზაციის პრობლემა.
რევაზ გრიგოლია, იტალიელ მეცნიერ ანტონიო დინოლასთან და სხვა უცხოელ კოლეგებთან ერთად, არის თავისუფალი და პროექციული MV და MMV ალგებრების და მათი უნიფიკაციის პრობლემების კვლევებთან დაკავშირებული მრავალი ნაშრომის ავტორი. აღსანიშნავია მისი მონოგრაფია (ა.დინოლასა და ე.ტურუნენთან ერთად) “Fuzzy Logic of Quasi-Truth: An Algebraic Treatment” (2016).
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით ღრმა მწუხარებას გამოვხატავ გამორჩეული მეცნიერის და პედაგოგის რევაზ გრიგოლიას გარდაცვალების გამო. რევაზ გრიგოლია იყო გამორჩეული მეცნიერი, ღირსეული კოლეგა და დამსახურებული პედაგოგი, რომელმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართულ მეცნიერებასა და განათლების სფეროში. მისი წვლილი კიბერნეტიკის ინსტიტუტის საქმიანობაში და სამეცნიერო სკოლის განვითარებაში ფასდაუდებელია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, გულწრფელ თანაგრძნობასა და სამძიმარს ვუცხადებ ბატონ რევაზ გრიგოლიას ოჯახს, კიბერნეტიკის ინსტიტუტს, კოლეგებს, სტუდენტებსა და მის აღზრდილებს. რევაზ გრიგოლიას გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია ქართული მეცნიერებისა და განათლების სისტემისთვის. მისი ღვაწლი დარჩება როგორც მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა, მისი ხსოვნა კი მომავალი თაობებისთვის იქნება ერთგულებისა და მეცნიერებისადმი თავდადების ნათელი მაგალითი”, – აღნიშნულია რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სამძიმრის წერილში.
Related
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...
Within the Framework of the “Study and Get a Job” Program, Short-Term Professional Courses at GTU Are Offered With Full Funding
Within the framework of the “Study and Get a Job” program of the Tbilisi City Hall Municipality, you can take...