სტუ-ის რექტორმა მეცნიერებს, მარინა მენთეშაშვილს და ვაჟა ტარიელაძეს, საპატიო დიპლომები გადასცა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატს, სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის მთავარ მეცნიერ-თანამშრომელს მარინა მენთეშაშვილს და ამავე ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორს, ინსტიტუტის ალბათურ-სტატისტიკური მეთოდების განყოფილების ხელმძღვანელს, პროფესორ ვაჟა ტარიელაძეს საპატიო დიპლომები გადასცა.
როგორც რექტორმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, მარინა მენთეშაშვილმა და ვაჟა ტარიელაძემ არაერთი ღირსეული თაობა აღზარდეს და უდიდესი წვლილი შეიტანეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმატებულ საქმიანობაში.
„ილია ჭავჭავაძემ ბრძანა: „დიდბუნებოვან კაცთა და სახელოვან გმირთა მაგალითებით ისტორია სწურთნის ერსა, ზრდის და დიდებულნი საქმენი გულს უკეთებენ მოქმედებისათვის, ამხნევებენ. ერი თავისი გმირების ცხოვრებითა და მაგალითებით უნდა ჰსულდგმულობდეს, თუ მართლა ერობა სურს და ეგრეც არის, საცა ერი ერობს”, – ეს არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, თითოეული ჩვენგანის, მეცნიერისა და მკვლევრის მოღვაწეობის ქვაკუთხედი. ჩვენ უნდა ვასწავლოთ მომავალ თაობებს ღირსეული მეცნიერების დაფასება და მივცეთ მაგალითი.
სწორედ ამიტომ, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო იღებს გადაწყვეტილებებს, დააფასოს გამორჩეული ადამიანები.
უნივერსიტეტისა და ქვეყნის წინაშე მარინა მენთეშაშვილის და ვაჟა ტარიელაძის დამსახურების გათვალისწინებით, აკადემიურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ღვაწლმოსილი პედაგოგიებსა და მეცნიერებისთვის უნივერსიტეტის საპატიო დიპლომის გადაცემის თაობაზე. საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, ვულოცავ ქალბატონ მარინას და ბატონ ვაჟას და წარმატებებს ვუსურვებ”, – აღნიშნა დავით გურგენიძემ.
Related
Energy Efficiency Center Donates Thermal Resistance Measuring Device to Georgian Technical University
The Energy Efficiency Center Georgia (EECG) has donated a thermal resistance measuring device to the Faculty Power Engineering of the...
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...