სტუ-ის აკადემიურმა საბჭომ, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ხელმძღვანელობით, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის მოხსენება მოისმინა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი დავით მახვილაძე, სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული არჩევნების ფარგლებში, სტუ-ის აკადემიური საბჭოს, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ხელმძღვანელობით, სტუ-ის სენატის და ფაკულტეტების წარმომადგენლების წინაშე მოხსენებით წარსდგა.
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, გასული 4 წლის განმავლობაში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები და ასევე, სამომავლო გეგმები.
დავით მახვილაძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს, რექტორს, პროფესორ-მასწავლებლებს მხარდაჭერისათვის. როგორც ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა და ამასთანავე, თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული არჩევნებში მონაწილე კანდიდატმა განაცხადა, რომ სამოქმედო პროგრამა – „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მუდმივი განვითარება და საერთაშორისო აღიარება”, მიზანმიმართულია საუნივერსიტეტო ცხოვრების თითოეული მიმართულებისთვის შემუშავებული საერთაშორისო სტანდარტის და საუკეთესო რეკომენდაციის დაკმაყოფილებაზე და აერთიანებს სასწავლო და კვლევითი პროცესის, სასწავლო და კვლევითი გარემოს, ინფორმაციის მართვის, ინოვაციების, ტექნოლოგიური ტრანსფერის, ინტერნაციონალიზაციისა და უნივერსიტეტის მესამე მისიის განხორციელების მაჩვენებლის მუდმივი გაუმჯობესების მიზნებს.
„ჩემთვის დიდი პატივია კიდევ ერთხელ მივიღო მონაწილეობა ასეთ საპასუხისმგებლო პოზიციის დაკავებისთვის გამოცხადებულ კონკურსში. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ყოფნის განვლილმა ოთხმა წელმა საშუალება მომცა ჩემი მოკრძალებული წვლილი შემეტანა უნივერსიტეტის მუშაობის წარმატებაში.
4 წლის წინ უნივერსიტეტი სხვა გამოწვევების წინაშე იდგა. ჩვენ, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, შევძელით არსებული პრობლემების აღმოფხვრა, ახლა ჩვენს წინაშე სხვა გამოწვევები დგას.
აკადემიური საბჭოს წინაშე, ჩემს მიერ წარმოდგენილი სამოქმედო პროგრამის მიხედვით, უნივერსიტეტის შიდა ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის პოზიტიური ზემოქმედების მიმართულებებად განიხილება: ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მუდმივი გაუმჯობესება; ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კონკურენტუნარიანი პოზიციონირება; მრავალფეროვანი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროგრამების შემუშავებისა და დამტკიცების, განვითარების პროცესის მუდმივი სრულყოფა; სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება-სწავლა და შეფასება; სამეცნიერო-კვლევითი პროცესების ინტერდისციპლინურობა, ინტერნაციონალიზაცია და ტრანსდისციპლინურობა; ინტელექტუალური საკუთრების და არამატერიალურ სიკეთეთა დაცვის ეფექტიანობა; სამეცნიერო კვლევების კომერციალიზიის შესაძლებლობების გაძლიერება; სტუდენტების მხარდაჭერის სერვისები; საუნივერსიტეტო ცხოვრების გამრავალფეროვნება, მათ შორის, კულტურული და სპორტული მიმართულებით; ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში დამკვიდრებული ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების დაცვა.
შიდა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმის გაძლიერება და განხორციელება მხარდაჭერილია უნივერსიტეტის რექტორატის, აკადემიური საბჭოს, წარმომადგენლობითი საბჭოს, უნივერსიტეტის ყველა სტრუქტურული ერთეულის, ხოლო ფაკულტეტზე – დეკანატის, ფაკულტეტის საბჭოს და ფაკულტეტის ყველა დამხმარე სტრუქტურული ერთეულის მიერ.
შესაბამისად, უნივერსიტეტის თითოეული თანამშრომელი, სათანადო კვალიფიკაციით, დაკავებული თანამდებობის შესაბამისი სამსახურებრივი კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელობითი და/ან შემსრულებლის ფუნქციით ჩართულია შიდა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმის განხორციელებაში. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა გადადგმული სწორედ მონაცემთა ბაზების შექმნის, ოპტიმიზების და საუნივერსიტეტო კვლევებისთვის მათი ეფექტიანი გამოყენების მიმართულებით.
უნივერსიტეტში იგეგმება და ხორციელდება სხვადასხვა შინაარსის და მასშტაბის ღონისძიებები ყველა კატეგორიის პერსონალისთვის, სიახლეების გაცნობის, საუკეთესო პრაქტიკების გაზიარების, მიმდინარე გამოწვევების განხილვის, დაგეგმილი ღონისძიებების მომზადების, მხარდაჭერის გაძლიერების, მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგების გაზიარების, აღიარების და სხვა მიზნებისათვის.
აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას მოვახსენებ ვიცე-რექტორებს, კანცლერს, დეკანებს, ყველას, ვინც გასული 4 წლის განმავლობაში ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან თანამშრომლობდა, განსაკუთრებული მადლობა რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს მხარდაჭერისთვის”, – აღნიშნა თავის გამოსვლაში დავით მახვილაძემ.
აკადემიურმა საბჭომ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს გამოაცხადა.
აკადემიურმა საბჭომ N01-05-04/162 დადგენილებით 31 ოქტომბრისთვის კანდიდატთა სამოქმედო პროგრამის მოსმენა, არჩევნები კი 1 ნოემბრისთვის ჩანიშნა.
Related
GTU Marks the 95th Anniversary of Academician Irakli Jordania’s Birth and the 48th Anniversary of the Establishment of the Center for the Study of Productive Forces and Natural Resources
“Georgian Technical University’s Irakli Jordania Center was established 48 years ago, and today, September 17, its founder, Academician Irakli Jordania,...
DAAD Scholarship Programmes for the 2027–2028 Academic Year
For the 2027-2028 academic year, the German Academic Exchange Service (DAAD) is announcing scholarship opportunities. The programs include summer courses,...
GTU Rector Congratulates Professor Henry Kuprashvili on His 80th Birthday
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates Professor Henry Kuprashvili...
GTU Students Pay Tribute to the Memory of Ilia Chavchavadze
“Ilia’s path is defined by education, national self-awareness, the rule of law, responsibility, and service to one’s country. For this...
The GTU Rector expresses condolences to the family and colleagues of Professor Irina Badagadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his deep sorrow...
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management Announces an Open Competition
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management of the Georgian Technical University announces an open competition...