სტუ-ის სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ!
.modal {
display: none;
position: fixed;
z-index: 1;
left: 0;
top: 0;
width: 100%;
height: 100%;
overflow: auto;
background-color: rgba(0,0,0,0.4);
}
.modal-content {
position: relative;
margin: auto;
padding: 0;
width: 95%;
max-width: 1200px;
height: 95%;
}
.close {
color: white;
float: right;
font-size: 28px;
font-weight: bold;
}
.close:hover,
.close:focus {
color: #000;
text-decoration: none;
cursor: pointer;
}
.pdf-frame {
width: 100%;
height: 100%;
border: none;
}
გთავაზობთ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2024/2025 სასწავლო წელს სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაციის ვადების, თანდართული დოკუმენტაციის წარდგენისა და საგამოცდო განრიგის შესახებ.
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება ელექტრონულ პლატფორმაზე – register.gtu.ge, 2024 წლის 30 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით;
- სადოქტორო პროგრამაზე დაშვების წინაპირობის შესაბამისად, გამოცდა უცხო ენაში ჩატარდება 2024 წლის 6 სექტემბრის 10:00 საათიდან, სტუ-ის I კორპუსში, საგამოცდო და ელექტრონული სასწავლო რესურსების ცენტრში (კომპიუტერული ცენტრი -1, მე-6 სართული, კომპიუტერული ცენტრი – 2, პირველი სართული; კოსტავას ქ. N68);
- უცხო ენაში გამოცდის პირველადი შედეგები გამოქვეყნდება 2024 წლის 7 სექტემბერს. საპრეტენზიო განცხადებების მიღება მოხდება 2024 წლის 6 სექტემბრიდან 9 სექტემბრის ჩათვლით, 14:00 საათამდე (კვირა დღის გარდა), გამოცდის ჩატარების ადგილზე. საბოლოო შედეგები, აპელაციის გათვალისწინებით, გამოქვეყნდება 9 სექტემბერს, სტუ-ის ვებგვერდზე;
- სადოქტორო პროგრამაზე დაშვების წინაპირობის შესაბამისად, გასაუბრება უცხო ენაში ჩატარდება 2024 წლის 6 სექტემბრის 11:00 საათიდან, სტუ-ის ადმინისტრაციულ კორპუსში, კოსტავას ქ.N77 (ცენტრალურ ბიბლიოთეკაში). შედეგები გამოქვეყნდება სტუ-ის ვებგვერდზე 2024 წლის 7 სექტემბერს;
- გასაუბრებები საფაკულტეტო დროებით მიმღებ კომისიებთან ენერგეტიკის და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტებზე ჩატარდება 2024 წლის 9 სექტემბერს, 10:00 საათიდან.
- ყველა დანარჩენ ფაკულტეტზე 2024 წლის 10 სექტემბერს, 10:00 საათიდან.
- გასაუბრების შედეგები (საფაკულტეტო დროებითი კომისიის სხდომის ოქმის ამონაწერი – ჩასარიცხ აპლიკანტთა სია, გამოქვეყნდება სტუ-ის ვებგვერდზე, 2024 წლის 11 სექტემბერს.
- საპრეტენზიო განცხადებების მიღება მოხდება 2024 წლის 11 სექტემბრიდან 13 სექტემბრის 14:00 საათამდე.
- ჩასარიცხ აპლიკანტთა სიები (აპელაციის გათვალისწინებით) გამოქვეყნდება სტუ-ის ვებგვერდზე, 2024 წლის 13 სექტემბერს;
საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში (2024 წლის 13 სექტემბერიდან 18 სექტემბრის ჩათვლით, კვირა დღის გარდა) აპლიკანტი ვალდებულია უნივერსიტეტთან გააფორმოს აკადემიური (სასწავლო) და ადმინისტრაციული (საფინანსო) ხელშეკრულებები.
- სადოქტორო პროგრამების ჩარიცხვის წინაპირობები
- დოქტორანტურაში ჩარიცხვისათვის საჭირო დოკუმენტები
- საკონტაქტო ინფორმაცია ფაკულტეტების მიხედვით
- უცხო ენის გამოცდის ტესტის ნიმუშები იხილეთ ამ ბმულზე
- ჩამოტვირთეთ განცხადების ფორმა
Related
Energy Efficiency Center Donates Thermal Resistance Measuring Device to Georgian Technical University
The Energy Efficiency Center Georgia (EECG) has donated a thermal resistance measuring device to the Faculty Power Engineering of the...
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...