სტუ-ის სტუდენტები იტალიური ენის შესწავლას, დანტე ალიგიერის საზოგადოების რომის სათავო ოფისის დაფინანსებით, მიმდინარე სასწავლო წელსაც გააგრძელებენ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, ახალგაზრდა მკვლევრები და პროფესორ-მასწავლებლები იტალიური ენის უფასოდ შესწავლას საერთაშორისო პროექტის მესამე ციკლის – „საერთაშორისო ციფრული საგანმანათლებლო პლატფორმა Dante.global-ის ექსპერიმენტული კურსები სტუ-ის სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის“ – ფარგლებში 2025-2026 სასწავლო წელსაც გააგრძელებენ.
საერთაშორისო პროექტის პრეზენტაცია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იტალიური ენის 25-ე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, თემით – „იტალოფონია – ენა საზღვრებს მიღმა“ გაიმართა.
ღონისძიებას, საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით, ორგანიზება გაუწიეს საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტმა, ხოლო საერთაშორისო პროექტის ფინანსური მხარდაჭერა დანტე ალიგიერის საზოგადოების რომის სათავო ოფისმა უზრუნველყო.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე, საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩოს განათლების ატაშე სილვანა ბორიელო, საერთაშორისო პროექტის ბენეფიციარი სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის პრეზიდენტი, სტუ-ის იტალიური ენისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ნინო ცერცვაძე, ასევე, „დანტეს“ კომიტეტისა და ცენტრის წარმომადგენლები.

ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა გახსნა. როგორც თამარ ლომინაძემ აღნიშნა, საერთაშორისო პროექტი, რომელიც იტალიის საელჩოსთან პარტნიორობით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „დანტეს“ კომიტეტს შორის ხელმოწერილი თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება, მრავალმხრივ შეუწყობს ხელს საქართველოსა და იტალიას შორის სამეცნიერო-საგანმანათლებლო, კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.
„საერთაშორისო ციფრული საგანმანათლებლო პლატფორმა Dante.global-ის ექსპერიმენტული კურსები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანი პროექტია საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების მხრივ. სასიხარულოა, რომ იტალიური ენის შესწავლას მიმდინარე სასწავლო წელს 90 მსმენელი გააგრძელებს, რომელთა დიდი ნაწილი უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები და ახალგაზრდა მკვლევრები არიან, რომლებიც ინტერკულტურული თანამშრომლობის უშუალო მონაწილეები გახდებიან. ეს პროექტი თავისი შედეგებით არსებითად აძლიერებს საქართველოსა და იტალიას შორის სამეცნიერო-საგანმანათლებლო, კულტურულ და ეკონომიკურ კავშირებს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით, მადლობას ვუხდით საქართველოში იტალიის საელჩოს, პირადად ელჩს, მის აღმატებულება მასიმილიანო დ’ანტუონოს; მადლობას ვუხდით დანტე ალიგიერის საზოგადოების რომის სათავო ოფისს, მის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს, ასევე „დანტეს“ თბილისის კომიტეტს იმ დიდი მხარდაჭერისთვის, რაც ჩვენი უნივერსიტეტის, მისი სტუდენტებისა და მკვლევრების იტალიის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციის, ასევე, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების მხრივ მივიღეთ,“ – აღნიშნა თამარ ლომინაძემ.
სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტის, ზურაბ გუდავაძის განცხადებით, იტალიური ენის 25-ე მსოფლიო კვირეული სლოგანით – „იტალოფონია – ენა საზღვრებს მიღმა“ მთელ მსოფლიოში აღინიშნება და საგულისხმოა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში. ზურაბ გუდავაძის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინიციატივით, „დანტეს“ კომიტეტის უშუალო ჩართულობით და ორივე ქვეყნის მთავრობებისა და საელჩოების ქმედითი თანადგომით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მესამე წელია წარმატებით ფუნქციონირებს ჰიბრიდული დიდაქტიკური ცენტრი – „დანტეს კაბინეტი“, სადაც უნივერსიტეტის სტუდენტები, მეცნიერები თანამშრომლები ხარისხიანი სწავლების ინტერდისციპლინურ კურსებს უსასყიდლოდ გადიან.
აუდიტორიას მიესალმა საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩოს განათლების ატაშე სილვანა ბორიელო. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერთობლივი ინიციატივა კიდევ უფრო ამყარებს საქართველოსა და იტალიას შორის მეგობრობას, განსაკუთრებით განათლებისა და მეცნიერების სფეროში.
პროექტის მნიშვნელობაზე, ქართველი ახალგაზრდების შესაძლებლობებზე და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე „დანტეს“ თბილისი კომიტეტის პრეზიდენტმა, სტუ-ის იტალიური ენისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ცერცვაძემ ისაუბრა.
„საერთაშორისო პროექტის მესამე ციკლის ფარგლებში წელს სიახლეა, რომლის აპრობაცია, ექსპერიმენტის სახით, პირველად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განხორციელდება. სიახლე ითვალისწინებს სასწავლო პროცესში საერთაშორისო ციფრული საგანმანათლებლო პლატფორმა Dante.global-ის მესვეურებთან პირდაპირ თანამშრომლობას და განთავსებული კონტენტის ინტეგრაციას, რაც ცოდნისა და ინტერკულტურული ასპექტების სინთეზის მეშვეობით მსმენელებს სთავაზობს მოწინავე ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ სასწავლო პროგრამებსა და იტალიური ენის შესწავლის ინოვაციურ მეთოდებს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში „დანტეს“ თბილისის კომიტეტის პედაგოგებს კვალიფიკაციის ამაღლების ინოვაციური ტრენინგკურსი ჩაუტარდათ; შედეგად, სწავლების ინოვაციური და თანამედროვე სტრატეგიები Dante.global-ის გამოყენებით დაინერგება“, – აღნიშნა ნინო ცერცვაძემ.
ღონისძიებაზე სიტყვით წარსდგა საერთაშორისო პროექტის ფარგლებში ჩატარებული კონკურსის გამარჯვებული ერთ-ერთი სტუდენტი, კურსების მსმენელი, სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის ბაკალავრი რობერტ გურეშიძე, რომელმაც იტალიური ენის შესწავლასთან დაკავშირებული სამომავლო მიზნები აუდიტორიას გაუზიარა.
იტალიური ენის 25-ე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართული ღონისძიებისა და საერთაშორისო პროექტის მესამე ციკლის – პრეზენტაციის შესახებ ინფორმაცია განთავსდება იტალიის მთავრობის ოფიციალურ გვერდებზე – ჰეშთეგით: #SLIM2025 #linguaitaliana.
Related
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...
Within the Framework of the “Study and Get a Job” Program, Short-Term Professional Courses at GTU Are Offered With Full Funding
Within the framework of the “Study and Get a Job” program of the Tbilisi City Hall Municipality, you can take...