სტუ-ის ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „თანამედროვე გამოწვევები და მიღწევები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში – 2025“
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის (გერმანია) და ბიელსკო-ბიალას უნივერსიტეტის (პოლონეთი) ორგანიზებით, ბათუმში გაიმართა ბსუ-ის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი IV საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – „თანამედროვე გამოწვევები და მიღწევები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში – 2025“.
კონფერენციის მიზნები ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამედროვე ტენდენციების, გამოწვევებისა და მიღწევების განხილვა, ინოვაციური იდეების გაზიარება და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება იყო. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც საქართველოს, ისე სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი მეცნიერები, მკვლევრები, დოქტორანტები, ასევე, ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროს პროფესიონალები და ექსპერტები. კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი იყო მრავალი საინტერესო მოხსენება და კვლევა ისეთ თემატურ მიმართულებებით, როგორიცაა: ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები; ფიზიკა-მათემატიკა და ჰუმანიტარულ -სოციალური მეცნიერებები.

სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის თქმით, კონფერენცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მეცნიერებასა და პრაქტიკას შორის კავშირის გაღრმავებას, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასა და ახალგაზრდა მკვლევრების პროფესიულ ზრდას. როგორც პროფესორი თალიკო ჟვანია აღნიშნავს, ღონისძიების ორგანიზატორებმა გამოთქვეს მზაობა, მომდევნო წლებში გააგრძელონ საერთაშორისო თანამშრომლობა და კიდევ უფრო მეტი მონაწილე ქვეყნისა და უნივერსიტეტის ჩართვა.
„ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაარსებიდან 90-ე წლისთავს ვულოცავ, წარმატებებს ვუსურვებ კოლეგებსა და სტუდენტებს. მოხარული ვართ, რომ უკვე მეოთხედ გვქონდა შესაძლებლობა, საქართველოსა და ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლებს ერთად დაგვესვა მნიშვნელოვანი შეკითხვები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში არსებულ გამოწვევებზე. ეს პლატფორმა საშუალებას აძლევს როგორც გამოცდილ მეცნიერებს, ისე ახალგაზრდა მკვლევრებს, წარმოადგინონ საკუთარი ნაშრომები, გააზიარონ გამოცდილება და ერთად იმსჯელონ მომავლის ტექნოლოგიურ მიმართულებებზე. მსგავსი საერთაშორისო თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის და საუნივერსიტეტო სივრცისთვის – როგორც აკადემიური ხარისხის ამაღლების, ისე ინოვაციური იდეების პრაქტიკაში გადმოტანის კუთხით“, – განაცხადა თალიკო ჟვანიამ.
Related
Visit of the President of the Asian Academy of Sciences to GTU
Vice-Rector of the Georgian Technical University, Professor Tamar Lominadze met with the President of the Asian Academy of Sciences (AASc,...
Free Italian language courses for GTU students
"Dante's Cabinet" located on the grounds of the Georgian Technical University offers you a unique opportunity to take free Italian...
Memorandum of Cooperation between GTU and the Land Transport Agency has been renewed
Vice-Rector of the Georgian Technical University, Professor Tamar Tsereteli and Director of the LEPL Land Transport Agency Bakur Mikadze signed...
Vocational courses for students
The Georgian Association of Scientific and Educational Computer Networks (GRENA) is launching training courses for first-year students of various universities....
Attention to Students Transferring to GTU Through Autumn External Mobility for the 2026–2027 Academic Year!
Please carefully read the information about vacancies and admission requirements for external mobility in the selected GTU program: https://students.emis.ge/VacancyInfo A...
Rector of GTU, Academician David Gurgenidze Congratulates Applicants on Becoming Students
Academician David Gurgenidze, Rector of Georgian Technical University, congratulates the university applicants who successfully passed the Unified National Examinations on...