სტუ-ის სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტმა გამარჯვებულები გამოავლინა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში მიმდინარე სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, მეცნიერებისა და მკვლევრებისგან შემდგარმა კომისიამ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის გამარჯვებული სტუდენტები გამოავლინა.
სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ეგიდით ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე სამი სექცია მუშაობდა: ბიზნესის ადმინისტრირება; საჯარო მმართველობა და ელექტრონული ბიზნესი და საფინანსო და საბანკო ტექნოლოგიები.
***
ბიზნესის ადმინისტრირების სექციაში მონაწილეობა ორმა სტუდენტმა მიიღო.
შესაბამისად, გამარჯვებულები გახდნენ: მაგისტრატურის სტუდენტი საბა კაჭარავა და დოქტორანტურის სტუდენტი ლაშა ხოფერია.
***
საჯარო მმართველობის და ელექტრონული ბიზნესის სექციაში მონაწილეობდა 6 სტუდენტი.
კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების საფუძველზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები:
მაგისტრატურა – I ადგილი – დიანა დემეტრაშვილი;
დოქტორანტურა – I ადგილი – მაია მიქაია.
***
საფინანსო და საბანკო ტექნოლოგიების სექციაში მონაწილეობდა 9 სტუდენტი, აქედან: 6 ბაკალავრი, 2 მაგისტრანტი, 1დოქტორანტი.
კომისიამ გამოავლინა გამარჯვებული სტუდენტები:
ბაკალავრიატი: I ადგილი – კობა პაქსაძე;
მაგისტრატურა: I ადგილი – დავით დავითაძე;
დოქტორანტურა: I ადგილი – თამარ მოხევიშვილი.
ინფორმაციისთვის: სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში უნივერსიტეტის 13 ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის 530-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა.
კონფერენცია 56 სექციას მოიცავდა.
მათ შორის:
სამშენებლო ფაკულტეტზე მუშაობდა 4 სექცია და ნაშრომი წარმოადგინა 25-მა სტუდენტმა;
ენერგეტიკის ფაკულტეტზე — 8 სექცია, 67 სტუდენტი;
სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე — 2 სექცია, 41 სტუდენტი;
ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე — 6 სექცია, 62 სტუდენტი;
სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე — 6 სექცია, 54 სტუდენტი;
არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე — 2 სექცია, 18 სტუდენტი;
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტზე — 1 სექცია, 21 სტუდენტი;
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების და ასევე, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე, ფაკულტეტთა შორის სექციაზე — 23 სტუდენტი; ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე — 8 სექცია, 90 სტუდენტი;
დიზაინის საერთაშორისო სკოლა — 1 სექცია, 3 სტუდენტი;
აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერგის ფაკულტეტზე — 5 სექცია, 45 სტუდენტი;
ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე — 4 სექცია, 23 სტუდენტი;
საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე — 7 სექცია, 30 სტუდენტი;
მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე — 1 სექცია, 21 სტუდენტი.
სტუ-ის სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციამ მუშაობა 29 აპრილს დაიწყო და 17 მაისამდე გაგრძელდა.
გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება 14 ივნისს გაიმართება.
Related
Energy Efficiency Center Donates Thermal Resistance Measuring Device to Georgian Technical University
The Energy Efficiency Center Georgia (EECG) has donated a thermal resistance measuring device to the Faculty Power Engineering of the...
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...