სტუ-ის სტუდენტები ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს შეხვდნენ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ევროპის 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეს მამუკა ხაბარელსა და წევრებს შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანი ევროპის 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში (EYOF) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების მოხალისეთა სტატუსით მონაწილეობა იყო.
საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, მამუკა ხაბარელმა სტუდენტებს გაუზიარა ინფორმაცია ევროპის 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის სპორტული აქტივობების, საშეჯიბრო ლოკაციებისა და ისეთი ახალი თანამედროვე ინფრასტრუქტურის შესახებ, როგორიცაა ბიათლონის, თხილამურებით რბოლისა და საციგურაო მოედნები, ყინულის სასახლე, რომლებიც ბაკურიანში, თბილისსა და ბათუმშია განთავსებული; ესაუბრნენ გაწეული სამუშაოსა და სამომავლო გეგმების შესახებ, ასევე, ახალგაზრდებს განუმარტეს, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანაში ოლიმპიზმის განვითარება. მათი თქმით, 2025 წლიდან საქართველო იქნება რიგით მეშვიდე ქვეყანა ევროპაში, რომელმაც ზაფხულისა და ზამთრის სახეობებში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მნიშვნელოვან ღონისძიებებს უმასპინძლა.
როგორც საორგანიზაციო კომიტეტის მოხალისეთა დეპარტამენტის მენეჯერის ასისტენტმა ცოტნე მაჭავარიანმა აღნიშნა, ევროპის 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მაღალ დონეზე ჩატარება ბევრად არის დამოკიდებული საორგანიზაციო საკითხების სრულფასოვნად მოგვარებაზე, რაშიც მნიშვნელოვანია მოხალისეთა მონაწილეობა. მათი თქმით, ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალთან 800 მოხალისე ითანამშრომლებს, რომელთაც ქართველი და უცხოელი მაღალკვალიფიციური ტრენერები წინასწარ ჩაუტარებენ სხვადასხვა სახის ტრენინგებს როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ საკითხებში.
2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის ინფორმაციით, მოხალისეობის მსურველებმა, რომელთაც უკვე შეუსრულდათ 18 წელი, მიმდინარე წლის დეკემბრის ჩათვლით, უნდა გაიარონ შესაბამისი რეგისტრაცია ბმულზე.
მოხალისეებად შეირჩევიან ის პირები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ოლიმპიური ფესტივალის მოხალისეობის პირობებს.
სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის სპორტის მიმართულების კოორდინატორის, არჩილ იოსელიანის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები დაინტერესდებიან 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მოხალისეებად ჩართვის შესაძლებლობით და ამ საქმეს პასუხისმგებლობით მოეკიდებიან.
„გარდა იმისა, რომ მოხალისეებად შერჩეული ჩვენი სტუდენტებისთვის ზამთრის ახალგაზრდული ფესტივალი წარუშლელ მოგონებად დარჩება, ის უნარები და გამოცდილება, რომელსაც ახალგაზრდები მაღალი რანგის ტურნირზე შეიძენენ, ასევე ის სერტიფიკატი, რომელიც მათზე გაიცემა, მომავალშიც, აუცილებლად, გამოადგებათ. გარდა ამისა, მოხალისეები უზრუნველყოფილნი იქნებიან ძვირადღირებული ბრენდირებული სპორტული სამოსით და აქსესუარებით, საუკეთესო საცხოვრებელი პირობებით და კვებით, შეჯიბრებების შემდეგ შეძლებენ დაკავდნენ სპორტული აქტივობებით, გაერთონ ფანზონებსა და სარეკრეაციო სივრცეებში, დაამყარონ ახალი კონტაქტები და შეიძინონ ახალი ქართველი და უცხოელი მეგობრები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საორგანიზაციო კომიტეტი მუდმივად აახლებს მოხალისეთა ბაზებს და საჭიროებიდან გამომდინარე, დატრენინგებულ მოხალისეებთან მომავალშიც ითანამშრომლებს, საუკეთესოებს კი, როგორც თავად აღნიშნეს, დასაქმებასაც შესთავაზებენ“, – აღნიშნა არჩილ იოსელიანმა.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ახალგაზრდა სპორტსმენთა კონტინენტური შეჯიბრებაა, რომელიც 1991 წლიდან საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (EOC) პატრონაჟით იმართება. 2015 წელს საქართველომ პირველად უმასპინძლა ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიადას, 2020 წლის ნოემბერში კი, ევროპის ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, საქართველოს ოფიციალურად მიენიჭა 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლის სტატუსი.
Related
Visit of the President of the Asian Academy of Sciences to GTU
Vice-Rector of the Georgian Technical University, Professor Tamar Lominadze met with the President of the Asian Academy of Sciences (AASc,...
Free Italian language courses for GTU students
"Dante's Cabinet" located on the grounds of the Georgian Technical University offers you a unique opportunity to take free Italian...
Memorandum of Cooperation between GTU and the Land Transport Agency has been renewed
Vice-Rector of the Georgian Technical University, Professor Tamar Tsereteli and Director of the LEPL Land Transport Agency Bakur Mikadze signed...
Vocational courses for students
The Georgian Association of Scientific and Educational Computer Networks (GRENA) is launching training courses for first-year students of various universities....
Attention to Students Transferring to GTU Through Autumn External Mobility for the 2026–2027 Academic Year!
Please carefully read the information about vacancies and admission requirements for external mobility in the selected GTU program: https://students.emis.ge/VacancyInfo A...
Rector of GTU, Academician David Gurgenidze Congratulates Applicants on Becoming Students
Academician David Gurgenidze, Rector of Georgian Technical University, congratulates the university applicants who successfully passed the Unified National Examinations on...