სტუ ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებული საერთაშორისო სტუდენტების მენტორინგისა და ტუტორინგის პროგრამას იწყებს

News

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებული საერთაშორისო სტუდენტებისთვის განკუთვნილ მენტორინგისა და ტუტორინგის პროგრამას იწყებს, რომელიც Erasmus+ პროექტის PROMENT ფარგლებში ხორციელდება.

პროგრამის მიზანია დაეხმაროს სტუდენტებს, რომლებიც იძულებით გადაადგილებულნი არიან: ომის, კონფლიქტის ან სხვა გარემოებების გამო და შესაძლოა მათ სჭირდებოდეთ დამატებითი აკადემიური, სოციალური ან ფსიქოლოგიური მხარდაჭერა ახალ გარემოში ადაპტაციის პროცესში.

პროგრამის ფარგლებში მიიღებთ:

სოციალურ ინტეგრაციაზე მიმართულ მხარდაჭერას, მეგობრულ გარემოსა და აქტივობებს, რომლებიც ხელს უწყობს ადაპტაციას და საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ინტეგრაციასინდივიდუალურ და ჯგუფურ შეხვედრებს ტუტორებთან და მენტორებთანაკადემიურ დახმარებასა და კონსულტაციასმხარდაჭერას უნივერსიტეტის პლატფორმებისა და ადმინისტრაციული პროცესების გაგებაშიპროფესიონალი სპეციალისტების მიერ ჩატარებულ ფსიქოლოგიურ სესიებს

პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.

თუ ხართ იძულებით გადაადგილებული სტუდენტი და გსურთ პროგრამაში ჩართვა, გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ ელექტრონულ მისამართზე: mentoring@gtu.ge.


Related

მოგვწერეთ