ტრენინგი სტუ-ში – „AI Bootcamp-ს მკვლევარებისა და კვლევის მენეჯერებისთვის“
2-3-4 დეკემბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წარმატებით ჩატარდა „AI ტრენინგი მკვლევარებისა და კვლევის მენეჯერებისთვის“ (AI Bootcamp for Researchers & Research Managers).
ღონისძიება ორგანიზებული იყო „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის და სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის მიერ, რომელიც მიზნად ისახავდა კვლევითი სექტორის წარმომადგენლების კომპეტენციების ამაღლებას ხელოვნური ინტელექტის (AI) ინსტრუმენტების გამოყენებაში.
ტრენინგი ჰიბრიდულ ფორმატში წარიმართა, რამაც უზრუნველყო როგორც ფიზიკური, ისე ონლაინ მონაწილეობის შესაძლებლობა.
სამი დღის განმავლობაში მონაწილეებმა მიიღეს სიღრმისეული ცოდნა ხელოვნური ინტელექტის (AI) ინსტრუმენტების ეფექტური გამოყენების შესახებ კვლევის ციკლის სხვადასხვა ეტაპზე.
ტრენინგს უძღვებოდა მოწვეული საერთაშორისო ექსპერტი ავი სტეიმენი. ღონისძიებამ ხელი შეუწყო მონაწილე მკვლევრებისა და მენეჯერების კომპეტენციების ამაღლებას ხელოვნური ინტელექტის ინოვაციურ ინსტრუმენტებთან მუშაობის მიმართულებით, რაც აუცილებელია „ჰორიზონტი ევროპის“ მსგავს საერთაშორისო პროექტებში წარმატების მოსაპოვებლად.
Related
დავით მაკასარაშვილის ხსოვნას
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ადმინისტრაციის გამორჩეული თანამშრომლის - დავით მაკასარაშვილის მოულოდნელი გარდაცვალების...
სტუ-ის სტუდენტები სტაჟირებას აზერბაიჯანულ კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ში გაივლიან
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები აზერბაიჯანის უმსხვილეს სახელმწიფო კომპანია SOCAR-თან აფილირებულ SOCAR Midstream Gas Operations-ის (SMGO) ბაქოს სათავო და საქართველოს ოფისის...
სტუ-ში შიდა საუნივერსიტეტო ტურნირი შვიდკაცა რაგბიში გაიმართა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუ-ის პირველობა შვიდკაცა რაგბიში გაიმართა, რომელშიც უპირობო გამარჯვება და უნივერსიტეტის ოქროს თასი სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების...
„უნარები,ინსტრუმენტები და სწავლების საუკეთესო პრაქტიკები“ – კიბერუსაფრთხოების მასტერკლასი სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის კიბერუსაფრთხოების 3-დღიანი ინტენსიური მასტერკლასი - „უნარები, ინსტრუმენტები და სწავლების საუკეთესო...
„სამრეწველო ნარჩენების მართვის თანამედროვე მეთოდების პრაქტიკაში გამოყენება“ – ვორქშოფი სტუ-ში
18-19 დეკემბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის “პროფესორ ვიქტორ ერისთავის სახელობის გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიის” დეპარტამენტის...
სტუ სტარის დამატებითი კასთინგი
მსურველთა მაღალი მომართვიანობიდან გამომდინარე, 5 დეკემბერს, 18:00 საათზე, სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის დიდ სააქტო დარბაზში, სტუ სტარის დამატებითი კასთინგი ჩატარდება. მსრუველები...
