სტუ-ში ახალი წიგნის — „კიბერუსაფრთხოების გამოწვევები, კონცეფციები და პრაქტიკა“ — პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, აკადემიურ და სამეცნიერო წრეებს ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტის მკვლევართა ავტორობით გამოცემული წიგნი – „კიბერუსაფრთხოების გამოწვევები, კონცეფციები და პრაქტიკა“ წარუდგინეს.
პროფესორების: ნანი არაბულის, აკაკი შეყელაძის, ვლადიმერ ადამიასა და ზაზა ცირამუას ავტორობით გამოცემული წიგნის პრეზენტაციას ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია, ფაკულტეტის მენეჯერი, პროფესორი ზურაბ გასიტაშვილი, აკადემიური დეპარტამენტების ხელმძღვანელები – პროფესორები: სოსო ქართველიშვილი, მარიამ ჩხაიძე, ლევან იმნაიშვილი, ქეთევან კოტრიკაძე, პროფესორ – მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
როგორც ერთ-ერთმა ავტორმა, პროფესორმა ნანი არაბულმა აღნიშნა, წიგნი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა. მისი თქმით, ავტორთა მიზანი გლობალურ ინფორმაციულ სივრცეში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევის – კიბერუსაფრთხოების რისკების დაძლევაა.

„გლობალურ ინფორმაციულ სივრცეში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ინფორმაციის უსაფრთხოებაა. მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში სახელმწიფო და კერძო სექტორმა დიდი ხნის წინ გაიაზრა, რომ კიბერუსაფრთხოების რისკების არიდება თუ მათთან გამკლავება ახალგაზდა თაობაში კიბერცნობიერების ამაღლებით არის შესაძლებელი, ამ ეფექტის მიღწევა კი შეუძლებელია სამეცნიერო წრეების ჩართულობის გარეშე.
ჩვენს ქვეყანაში ამ მხრივ კიდევ ბევრია საკეთებელი. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ არსებობს პლატფორმა, სადაც უსაფრთხოების თემებით დაინტერესებული მკვლევრები თავიანთი მიღწევებს დაინტერესებულ პირებს გაუზიარებენ და ასევე, სპეციალისტებთან ერთად, მნიშვნელოვან კომპეტენციებზე იმსჯელებენ. ვფიქრობთ, ჩვენი ჯგუფის ავტორობით მომზადებული ნაშრომი სწორედ ამ დეფიციტის აღმოსაფხვრელად მიმართული მნიშვნელოვანი ნაბიჯია“, – აღნიშნა ნანი არაბულმა.
სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თალიკო ჟვანიას განცხადებით, გამოცემაში განხილულია ინფორმაციული უსაფრთხოების საფუძვლები, კიბერსივრცის თანამედროვე გამოწვევები, მათთან გამკლავების მეთოდები და ინსტრუმენტები, რითაც დაინტერესებული მკითხველი კიბერუსაფრთხოების იურიდიულ, თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს გაეცნობა და სფეროში მოღვაწეობისთვის მყარ საფუძველს შეიქმნის.
„ნაშრომში განხილული კიბერუსაფრთხო¬ებასთან დაკავშირებული თემები და მდიდარი პრაქტიკული მასალა სპეციალიტებს, განსაკუთრებით კი ახალბედებს მეტ გამოცდილებას შესძენს და ამავდროულად, ახალი, უნიკალური უნარ-ჩვევებით გაამდიდრებს. აღსანიშნავია, რომ ამ სამეცნიერო ნაშრომის გამოყენება შესაძლებელია უნივერსიტეტებში, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სასწავლო კურსების როგორც ძირითად, ასევე, დამხმარე ლიტერატურად. მადლობას ვუხდით ავტორებს ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების სფეროების საჭირო ლიტერატურით გამდიდრებისთვის“, – აღნიშნა თალიკო ჟვანიამ.
წიგნი 300 გვერდზე მეტს მოიცავს და შემდეგი თავებისგან შედგება:
- კიბერუსაფრთხოება – ექსპერტებისა და კრიმინალების სამყარო; კიბერუსაფრთხოების „კუბი“;
- საფრთხეები კიბერუსაფრთხოებაში, მოწყვლადობა და შეტევები;
- საიდუმლოების დაცვის ხელოვნება – ტექნოლოგიები, პროდუქტები და პროცედურები კონფიდენციალობის დასაცავად;
- მთლიანობის უზრუნველყოფა – ტექნოლოგიების, პროდუქტების და პროცედურების გამოყენება მთლიანობის უზრუნველსაყოფად;
- ხუთი ცხრიანის კონცეფცია;
- ტექნოლოგიების, პროცესებისა და პროცედურების გამოყენება ქსელის კომპონენტის დასაცავად;
- კიბერუსაფრთხოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ასპექტები.
ნაშრომის ბოლოს კი, დანართის სახით, პრაქტიკული დავალებებია მოცემული.
Related
Energy Efficiency Center Donates Thermal Resistance Measuring Device to Georgian Technical University
The Energy Efficiency Center Georgia (EECG) has donated a thermal resistance measuring device to the Faculty Power Engineering of the...
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...