სტუ-ში არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დღე აღინიშნა
img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დღე აღინიშნა.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას – სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, ფაკულტეტების დეკანებს, სტუდენტებსა და მოწვეულ სტუმრებს, მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ.
როგორც სტუ-ის რექტორმა განაცხადა, არქტექტურის მიმართულება, სამშენებლო ფაკულტეტის ერთ-ერთი სპეციალობის სახით, 1922 წელს, რეგიონში ტექნიკური აზროვნების დიდ ფლაგმანთან – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად შეიქმნა. ფაკულტეტი 102 წლისაა, სადაც მრავალი სასახელო თაობა აღიზარდა. არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულები წარმატებით მოღვაწეობენ, როგორც საქართველოში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი თითქმის 102 წლისაა. დაარსებიდან დღემდე არქიტექტურა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, სადაც სწავლა-სწავლებას, რამენიმე წელია, სახელმწიფო აფინანსებს. სასიხარულოა, რომ არქიტექტურით დაინტერესებული არაჩვეულებრივი თაობა მოდის, რომელთაც, ფაკულტეტზე მოღვაწე მაღალკვალიფიციური პედაგოგებისგან იციან, რომ არქიტექტურა მხოლოდ პროექტირება არ არის. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებს მრავალმხრივ განათლებას აძლევს. ფაკულტეტზე სხვადასხვა საფეხურზე ხორციელდება შვიდი საგანმანათლებლო პროგრამა: საბაკალავრო პროგრამა – “არქიტექტურა”, რუსულენოვანი საბაკალავრო პროგრამა – “არქიტექტურა” და საბაკალავრო პროგრამა – “მოდის დიზაინის ტექნოლოგიები”, რომელიც 2017 წლიდანხორციელდება და მიუხედავად, არსებობს 6 წელს მოიცავს, უკვე დამკვიდრებული აქვს სახელი. ასევე, სამაგისტრო საფეხურზე ხორციელდება საგანმანათლებლო პროგრამა – “არქიტექტურა”, სადოქტორო საფეხურზე საგანმანათლებლო პროგრამები: “არქიტექტურა” და “არქიტექტურათმცოდნეობა”. სტუდენტებს ყველა პირობა აქვთ იმისათვის, რომ საფუძვლიანად დაეუფლონ სპეციალობას და წარმატებულნი იყვნენ. მათ ეს მოცემულობა კარგად აქვთ გააზრებული, სწორედ ამიტომაა, რომ დასაქმების პრობლემა არ აქვთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ფაკულტეტის დღეს, გისურვებთ წინსვლას“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში დავით გურგენიძემ.
სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნინო იმნაძემ მადლობა გადაუხადა რექტორს უნივერსიტეტში „ფაკულტეტის დღის“ დაარსებისა და იმ მხარდაჭერისთვის, რასაც დავით გურგენიძე თითოეული ფაკულტეტის, მეცნიერისა და სტუდენტის მიმართ იჩენს.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის ინიციატივით, შესანიშნავ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. ჩვენი კურსდამთავრებულები თუ ფაკულტეტზე მოღვაწე გამოჩენილი არქიტექტორები, უკვე 102 წელია, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, სხვადასხვა დროს ახორციელებდნენ და ახორციელებენ საინტერესო პროექტებს. ჩემთვის, როგორც დეკანისთვის, სასიხარულოა, რომ ჩვენი ფაკულტეტის გამორჩეული სკოლის ტრადიციას ახალგაზრდები წარმატებით და ღირსეულად აგრძელებენ. გილოცავთ ფაკულტეტის დღეს და კიდევ ერთხელ მადლობას მოვახსენებ რექტორს, უნივერსიტეტში ამ შესანიშნავი ღონისძიების დაწესებისათვის“, – განაცხადა ნინო იმნაძემ.
რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ სტუ-ის საპატიო დიპლომი გადასცა არქიტექტორს, მეცნიერს, პედაგოგს, საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსს ვახტანგ დავითაიას. ასევე, პროფესორებს: გია ნაცვლიშვილს და ლევან ბერიძეს. ფაკულტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობის სიგელები გადაეცათ: საქართველოს არქიტექტორთა კავშირს, საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციას, საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციას და რეჟისორი ბექა ავარსკის. ასევე, მოწვეული პროფესორებს, პრაქტიკოს არქიტექტორებს: გია ნადირაძეს, თეიმურაზ ხოჯავას, ვასილ ქობულიას, თენგიზ გოგოლაშვილს, მერაბ გაგნიძეს, ბესარიონ ტატიშვილს, ზაზა სვანაძეს, გიორგი კვიწინაშვილს, თამაზ დოგრაშვილს, გიორგი ყიფიანს და გიული გეგლიას ფაკულტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. გიორგი დოლიძეს – სტუ-ს არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტური სერვისების ცენტრის ხელმძღვანელს და სტუდენტებს.
ღონისძიების დასასრულს, არქიტექტურის ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტები დამსწრე საზოგადოების წინაშე თვითშემოქმედებით წარსდგნენ.
Related
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...
Within the Framework of the “Study and Get a Job” Program, Short-Term Professional Courses at GTU Are Offered With Full Funding
Within the framework of the “Study and Get a Job” program of the Tbilisi City Hall Municipality, you can take...